“განაპირა მცველად მათ რაფინია იყიდეს. გამიჩნდა შეკითხვა, ნუთუ ამ პოზიციაზე უკეთესი ფეხბურთელის ნახვა შეუძლებელი იყო? გარდა ამისა, გუნდმა ცენტრალურ მცველად ჟერომ ბოატენგი შეიძინა, ფეხბურთელი, რომელსაც ამ პოზიციაზე სრული სეზონი ჯერ არ ჩაუტარებია. შეკითხვებიც ბუნებრივია აქაც ჩნდება,” - განაცხადა ვეტერანმა.
გარდა ბერთოლდისა, გერმანიის ყველაზე პოპულარულ კლუბს აკრიტიკებს
ახლა რაც შეეხება გუნდის შესახებ სხვა ინფორმაციებს: არიენ რობენი მზადაა, ჩემპიონთა ლიგის მატჩში “ციურიხის” წინააღმდეგ ძირითადში ითამაშოს. შეგახსენებთ, რომ მეორე ტურის მატჩში მან ზურგის ტკივილების გამო არ ითამაშა. ეს ინფორმაცია “ფრანს ფუტბოლს” თავად იუპ ჰაინკესმა მიაწოდა. შეგახსენებთ, რომ ეს შეხვედრა მიუნხენში ხვალ შედგება.
რუსული ვებგვერდების ინფორმაციით, უახლოეს დღეებში “ბაიერნის” უკრაინელმა საყრდენმა ნახევარმცველმა ანატოლი ტიმოშჩუკმა შეიძლება მახაჩყალის “ანჟისთან” გააფორმოს კონტრაქტი. წყარო ამტკიცებს, რომ ფეხბურთელსა და დაღესტნურ კლუბს პირადი კონტრაქტი უკვე გაფორმებული აქვთ და ახლა ყველაფერი ული ჰიონესსა და იუპ ჰაინკესზეა დამოკიდებული. ტიმოშჩუკი ადასტურებს, რომ მისით რუსული კლუბები არიან დაინტერესებულნი. საინტერესოა, რომ ანატოლი ბუნდესლიგის პირველ ორ ტურში მინდორზე არ გამოჩენილა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"