კანი ახალგაზრდების წინააღმდეგ

AutoSharing Option
ამ დღეებში ოლივერ კანმა “ბილდისთვის” მიცემულ ინტერვიუში კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა “ბაიერნის” კაპიტანი ფილიპ ლამი და ვიცე-კაპიტანი ბასტიან შვაინშტაიგერი. ვეტერანმა ვარსკვლავმა ყოფილ თანაგუნდელებს ეგოიზმში დასდო ბრალი.

აი, რა თქვა ლეგენდარულმა მეკარემ: “განა რა, ის, რომ “რეკორდმაისტერი” ტიტულებს ვერ იგებს იმ თაობის ფეხბურთელების ბრალი არ არის, რომელთაც ლამი და შვაინშტაიგერი წარმოადგენენ? ისინი მუდმივად იმას ამტკიცებენ, რომ “ბაიერნს” ახალი ლიდერები არ სჭირდება. საქმე ის არის, რომ ამას ეგოისტური მოსაზრებებით, საკუთარი იმიჯის შესანარჩუნებლად აკეთებენ და არა გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე. ახალი ვარსკვლავების გუნდში მოსვლის შემთხვევაში
ხომ ისინი ძველებურად წამყვან როლებზ ვეღარ დარჩებიან”.

ბუნებრივია, ასეთ ხმაურიან განცხადებას “ბაიერნის” ამჟამინდელი ლიდერები უყურადღებოდ ვერ დატოვებდნენ. შვაინის პასუხმა არ დააყოვნა: “კარგად მახსოვს, როცა ჯერ კიდევ მოქმედი ფეხბურთელი იყო, ოლივერ კანს ყველაზე მეტად პრესაში კოლეგების კრიტიკული შენიშვნები აღიზიანებდა და ამის გაკეთებას თავად გაურბოდა. ერთადერთი რამის თქმა შემიძლია: ბოლო სამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი გავუშვით. ხოლო თუ გუნდს მშრალად თამაში შეუძლია, ეს წარმატების გარანტიაა”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული