ანატოლი ტიმოშჩუკი - “ბაიერნი” ან "ანჟი"

AutoSharing Option
ეს ადამიანი საფეხბურთო სამყაროში განსაკუთრებული ავტორიტეტით არ სარგებლობს, მაგრამ მას საკმაო გავლენა აქვს “ბაიერნის” ნახევარმცველ ანატოლი ტიმოშჩუკზე. უკრაინელმა სწორედ მისი დახმარებით გაიკაფა გზა დიდ ფეხბურთში. ლაპარაკია “ილიჩევეცის“ სპორტულ დირექტორ ევგენი კანანზე.

უკრაინული ვებგვერდები მისი პროგნოზით დაინტერესდნენ, გადავა თუ არა “ტიმოხა” მახაჩყალის “ანჟიში”. აი, რას ამბობს ეს ადამიანი: “დამიჯერეთ, ოფიციალური წინადადება ტრანსფერის თაობაზე მიუნხენში ნამდვილად გაგზავნილია, მაგრამ რამდენადაც მე შემიძლია ანატოლის ხასიათზე მსჯელობა, მას ურჩევნია იბრძოლოს ძირითადში დასაბრუნებლად და კარიერა “ბაიერნში” განაგრძოს. ის უკვე აღარ არის პატარა ბიჭი, ფორმაში ყოფნისთვის მუდმივად
ტონუსში ყოფნა სჭირდება, წინ ხომ ევროპის ჩემპიონატია.

მას “ანჟიში” იწვევენ, სადაც გარანტირებულად მოხვდება ძირითად შემადგენლობაში, რაც მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. არჩევანი ტიმოშჩუკის გასაკეთებელია. ის ძლიერი პიროვნება და მისაბაძი პროფესიონალია, ამ სიტყვის კარგი გაგებით, ძალიან პატივმოყვარეა და ყველაფერს გააკეთებს, რომ იქ სადაც ახლა თამაშობს, დაამტკიცოს, რომ სასტარტოში თამაშის ღირსია.

ვიყავი მასთან სტუმრად მიუნხენში, აქედან გამომდინარე ვიცი, რომ ანატოლი თავს ის ძალიან კარგად გრძნობს. შეიძლება ამწუთას მის კარიერაში საუკეთესო პერიოდი არ დგას, მაგრამ ვიცი, რომ ყველაფერი წინ აქვს. “ანჟი” იწვევს და ის ფიქრობს, ეს ლოგიკურია. არ გამოვრიცხავ მან გადაწყვეტილება რუსეთში დაბრუნების სასარგებლოდ მაინც მიიღოს”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული