ბალაკი დღეს-ხვალ გაიყიდება?

AutoSharing Option
„ლევერკუზენის“ მთავარმა მწვრთნელმა რობინ დუტმა მიხაელ ბალაკი დორტმუნდის „ბორუსიასთანაც“ არ ათამაშა. 34 წლის ნახევარმცველმა ამჯერადაც სათადარიგოთა სკამი ხეხა, მეორე ტაიმში კი მოედანს მიღმა ირბინა იმ იმედით, რომ დუტი შეუშვებდა, მაგრამ არა - ბუნდესლიგაში უკვე 4 ტურია გასული, ბალაკს კი მხოლოდ ერთ შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, „ლევერკუზენმა“ მიხაელი გუშინ ტრანსფერზე დააყენა და თუ დღეს ვეტერან საყრდენს მთხოვნელი გამოუჩნდა, ბლიც-ტრანსფერი შედგება. სატრანსფერო ფანჯარა, მოგეხსენებათ, ხვალ, ღამის 2 საათზე იხურება. მიხაელის ტრანსფერზე დაყეება გუშინ „ფარმაცევტების“ სპორტულმა დირექტორმა რუდი ფიოლერმა
დაადასტურა:

„ფაქტია, რომ მიხაელს არ მისდის საქმეები ისე, როგორც უნდა და როგორც ყველას გვინდა. შექმნილი ვითარება ისე უნდა მივიღოთ, როგორც საჭიროა და შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ. გულახდილად ვიტყვი, თუ რომელიმე გუნდი კონკრეტული წინადადებით მოგვმართავს, მოლაპარაკებებზე უარს არ ვიტყვი,“ - თქვა რუდიმ.

„ბილდის“ ინფორმაციით, მიხაელს რამდენიმე მთხოვნელი ჰყავს, განსაკუთრებით დიდ ინტერესს კი ინგლისური კლუბები იჩენენ. ბალაკის გადაბირებაზე ბოლოს „ფულჰემისა“ და „ბლექბერნის“ შეფები ფიქრობდნენ. იყო აშშ-ს ვარიანტიც, მაგრამ MLშ-ში სატრანსფერო ფანჯარა 14 აგვისტოს დაიხურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული