ახლა "ვოლფსბურგშია" და იქაც მაკულატურას აგროვებს, საიდანაც რაღაცის გამოძერწვა უნდა - მარტო კირიაკოსისა და ჰიტცლშპერგერის ტრანსფერები რად ღირს, ამ შემთხვევაში კი უფრო საინტერესო ჰასან სალიჰამიჯიჩის გადაბირებაა, რომელიც ქარიმის დარად, "დესპოტი ფელიქსის" ძველი შეგირდია.
მაგრამ ფაქტები ფაქტებად რჩება: მაგათი ძველ, კარგ შეგირდებს იშვიათად ივიწყებს ხოლმე. ფელიქსმა თვალი ახლა ბელორუს ნახევარმცველ ალიაკსანდრ ჰლებს დაადგა, რომელიც 2001-დან 2004 წლამდე "შტუტგარტში" სწორედ მაგათის მწვრთნელობის ჟამს
ჰლები ახლა "ბარსელონას" საკუთრებაა, მაგრამ კატალონიურ გრანდს არაფერში სჭირდება. ბელორუსი გამთამაშებელი "ვოლფსბურგს" ყველაფერზე მოურიგდა და სასწაული უნდა მოხდეს, კლუბები რომ ვერ შეთანხმდნენ.
გასულ სეზონში გლები ჯერ "შტუტგარტში" იყო განათხოვრებული, სადაც ძალიან ცუდად გამოიყურებოდა და თავიდან მალევე მოიშორეს, მერე კი ინგლისურ "ბირმინგემში", სადაც ასევე არ გაუბრწყენია. ვნახოთ, რაც მოუხერხებს ჰლებს მაგათი. ფაქტია, რომ ამ ფეხბურთელს "ბარსელონაში" მომავალი არ აქვს, ფელიქსს კი გამთამაშებელი სჭირდება.
ჰელმესს შეუძლია წავიდეს
ამასობაში, მაგათმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ თავდამსხმელი პატრიკ ჰელმესი, რომელიც "ვოლფსბურგმა" იანვარში "ლევერკუზენიდან" 5 მილიონად იყიდა, არაფერში სჭირდება. ფელიქსი მზადაა, დღეს ნებისმიერ მსურველს დაელაპარაკოს და 27 წლის თავდამსხმელი საკმაოდ იაფად დათმოს. პატრიკ ჰელმესს პირველი ბუნდესლიგის 85 მატჩში 35 გოლი აქვს გატანილი, მეორე ბუნდესლიგაში კი 52 შეხვედრაში 31-ჯერ იხეირა.
დიეგო: გალათასარაი თუ მაინც ატლეტიკო?
დაძრულია ბრაზილიელი გამთამაშებლის, დიეგოს საკითხიც, რომელიც მაგათს ასევე არ სჭირდება. 26 წლის ფლეიმეიკერის ტრანსფერი დღეს უნდა განხორციელდეს.
ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, მაგათი მზადაა, დიეგოს 10 მილიონ ევროდ შეელიოს და საქმე საქმეზე რომ მიდგეს, უფრო იაფადაც დათმობს, რადგან ათასჯერ აქვს ნათქვამი, რომ ბრაზილიელს არ ათამაშებს, "ვოლფსბურგში" დარჩენის შემთხვევაში კი საკმაოდ მაღალი ხელფასი ტყუილად უნდა უხადოს. "ბილდის" ცნობით, ბრაზილიელი ან "გალათასარაიში" გადავა, ანაც მადრიდის "ატლეტიკოში".
აქვე იმასაც გეტყვით, რომ გუშინწინ მაგათმა სულ კიდევ ერთი ტრანსფერი სრულყო: "ჰელსინგბორგიდან" 21 წლის შვედი თავდამსხმელი, შვედეთის ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდი რასმუს იონსონი გადაიბირა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"