როის, სადამდე?

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ იოახიმ ლიოვს მიონხენგლადბახის "ბორუსიას" ახალგაზრდა უნიჭიერესი გარემარბი მარკო როისი ბუნდესგუნდში სულ ხუთჯერ ჰყავს დაპატიჟებული და აქედან, 22 წლის ნახევარმცველმა ნაკრებში გამოცხადება ოთხჯერ უკვე იუარა.

ცხადია, მიზეზი ყოველთვის ტრავმა იყო. "კიკერის" ცნობით, როისის ამჟამინდელი ტრავმა მოსალოდნელზე მძიმე აღმოჩნდა და მარკოს არა მარტო მომავალი უქმეების ლაზარეთში გატარება, არამედ საკმაოდ ხანგრძლივი იძულებითი პაუზაც ემუქრება.

"ექიმები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ ფეხზე დამაყენონ, მაგრამ ერთ-ერთი ნერვი ამის საშუალებას არ მაძლევს. იმედია, ოპერაცია საჭირო არ გახდება და ფეხბურთის თამაშს მალე განვაახლებ," -
აცხადებს როისი, რომელმაც ჯერ არ იცის, როდის განაახლებს ვარჯიშს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული