საუბრები ფრიტცთან და ვიზესთან

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ "ვერდერმა" დაცვის მთავარი ბურჯი პერ მერტეზაკერი დაკარგა (აყლაყუდა მცველი ლონდონის "არსენალში" გადავიდა), ბრემენული კლუბის სპორტულ დირექტორ კლაუს ალოფსს სჯერა, რომ "მუსიკოსები" ამ სეზონს კარგად ჩაატარებენ.

კლაუსი დარწმუნებულია, რომ მიუხედავად მერტეზაკერის წასვლისა, "ვერდერს" ჰყავს შემადგენლობა, რომელსაც აქვს საკმარისი პოტენციალი იმისათვის, რომ სეზონი ცხრილის ზემო მესამედში დაასრულოს. ოთხი ტურის შემდეგ, ბრემენელები სულაც მესამე ადგილზე არიან.

ალოფსის მთავარი საზრუნავი ახლა წამყვანი ფეხბურთელებისთვის ახალი კონტრაქტების გაფორმებაა, რაც მან "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა.

ახალი ხელშეკრულებების გაფორმება კი ალოფსს პირველ რიგში მარჯვენა მცველ
კლემენს ფრიტცთან და მეკარე ტიმ ვიზესთან სურს, რომლებსაც კონტრაქტები სეზონის ბოლოს დაუმთავრდებათ. ისე, აღსანიშნავია, რომ "ვერდერთან" თვითონ ალოფსს და მთავარ მწვრთნელ თომას შააფსაც უმთავრდებათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული