კისლინგი: რა გინდათ ჩემგან?

AutoSharing Option
"ლევერკუზენის" თავდამსხმელი შტეფან კისლინგი უკმაყოფილოა იმის გამო, რომ ბოლო დროს ძალიან ხშირად და თანაც მწარედ აკრიტიკებენ.

კრიტიკის მთავარი მიზეზი კი, რა თქმა უნდა, ის არის, რომ ბუნდესლიგის პირველ ოთხ ტურში მან არაერთი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა.

"არა მგონია, კრიტიკა თავდამსხმელს შველოდეს, პირიქით, ეს უარესია. ვერ ვხვდები, რას მერჩიან ჟურნალისტები ან გულშემატკივრები? ბუნდესლიგაში 200-ზე მეტი მატჩი მაქვს ჩატარებული და სტატისტიკის მიხედვით, საშუალოდ სამ თამაშში ერთი გოლი გამაქვს, რაც ჩემი აზრით ნორმალური შედეგია.

ჩემი სტილის თავ
დამსხმელისთვის ეს ნამდვილად არ არის ცუდი მაჩვენებელი და მიუხედავად ამისა, მაინც მაკრიტიკებენ. მინდა ყველას ვუთხრა, რომ სხვების მოსაზრებები ფეხებზე მკიდია," - აი, ასეთი განცხადება გააკეთა კისლინგმა "სქაისთვის" მიცემულ ინტერვიუში, "აუგსბურგთან" მეხუთე ტურის მატჩის წინ, რომელიც დღეს საღამოს უნდა გაიმართოს.

შტეფანის აზრით, თავდამსხმელის შეფასების მთავარი კრიტერიუმი გატანილი გოლების რაოდენობა არ უნდა იყოს. "ჟურნალისტები ჩემზე წერენ ხოლმე, ისევ იბრძოლა, ბევრი ირბინა, მაგრამ გოლი კი ვერ გაიტანაო, რის გამოც ნერვები მეშლება. თუ ვიბრძოლე და ბოლომდე დავიხარჯე, ესე იგი ცუდად არ მითამაშია. მე ასე მწამს," - ამბობს თავდამსხმელი, რომელსაც ბუნდესლიგის 215 მატჩში 71 გოლი აქვს გატანილი, მიმდინარე სეზონში კი, ოთხ შეხვედრაში ორჯერ იხეირა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული