სოსა იტალიაში ან ესპანეთში

AutoSharing Option
ხოსე სოსამ ბევრი იბრძოლა "ბაიერნის" ძირითად შემადგენლობაში დასამკვიდრებლად, მაგრამ არაფერი გამოივიდა და მას შემდეგ, რაც ლუის ვან გაალმა პირდაპირ უთხრა, აღარ მჭირდებიო, 25 წლის არგენტინელი, რომელმაც გასული სეზონი განათხოვრებით სამშობლოში, "ესტუდიანტესში" დაასრულა, ახალი კლუბის ძებნას აქტიურად შეუდგა.

"ძალიან მინდოდა "ბაიერნში" თამაში, მაგრამ რას ვიზამ, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ადამიანს სურს. მაქვს რამდენიმე საინტერესო შემოთავაზება და კარიერას ძლიერ კლუბში გავაგრძელებ. ჩემი სურვილი იტალიაში ან ესპანეთში თამაშია და ვიმედოვნებ, რომ მიზანს მივაღწევ", - ამბობს სოსა.

ჯერჯერობით, სახელდება მისი მსურველი მხოლოდ ერთი
კლუბი – ესაა იტალიური "ნაპოლი", რომლის სპორტულმა დირექტორმა რიკარდო ბიგონმა რადიო "მარტას" ეთერში განაცხადა, რომ სოსა ძალიან მოსწონს და ყველაფერს იღონებს მის გადასაბირებლად.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული