ბუნდესლიგის სტარტის წინ. ჩემპიონი ექს-ჩემპიონის წინააღმდეგ

AutoSharing Option
პირველი ტურის ამომწურავ პრევიუს ხვალინდელ ნომერში შემოგთავაზებთ, აქ კი მხოლოდ იმ მატჩით შემოვიფარგლებით, რომლითაც სეზონი იხსნება: დღეს მოქმედი ჩემპიონი "ბაიერნი" ექს-ჩემპიონ "ვოლფსბურგს" მასპინძლობს. მიუხედავად იმისა, რომ "ბაიერნს" მსოფლიოს ჩემპიონატზე 11 ფეხბურთელი ჰყავდა გაშვებული, ლუის ვან გაალს შეგირდები მაინც საკმაოდ კარგ ფორმაში ჰყავს. ყოველ შემთხვევაში, ბავარიელებმა ორივე ოფიციალური თამაში მოიგეს: გერმანიის სუპერთასისთვის ბრძოლაში "შალკე" დაამარცხეს, გერმანიის თასის პირველ რაუნდში კი "გერმანია ვინდეკი" გაანადგურეს (4:0), რომელიც, მართალია, მეხუთე ლიგის წარმომადგენელია, მაგრამ მაინც...

"ბაიერნის" ჰოლანდიელი თავკაცი მხოლოდ იმის გამოა (რბილად
რომ ვთქვათ) უკმაყოფილო, რომ მას არიენ რობენი ჰყავს მძიმედ დაშავებული. თუმცა ვან გაალს სჯერა, რომ ამ უკანასკნელს ახალგაზრდა ტონი კროოსი მაქსიმალურად ღირსეულად შეცვლის. რაც შეეხება "ვოლფსბურგს": სტივ მაკლარენის გუნდი გაცილებით დამძიმებულია. ყოველ შემთხვევაში, "მგლებმა" გერმანიის თასზე მეოთხელიგელი "პროიზენ მიუნსტერი" მხოლოდ 2:1 დაამარცხეს და მატჩის შემდეგ ექსპერტების მიერ არაერთხელ აღინიშნა, რომ "ვოლფსბურგი" ზედმეტად ზანტად გამოიყურებოდა. ასე რომ, მაკლარენის დებიუტი არცისე ხეირიანი იყო. დღეს, "მგლებში", შესაძლოა უკანასკნელად ითამაშოს, ათიანმა ზვიეზდან მიშიმოვიჩმა, რომლის "შალკეში" გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი ამბავია. მას "ვოლფსბურგში" სავარაუდოდ დიეგო (იუვენტუსი) შეცვლის.

სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი (4-2-3-1): ბუტი - ლამი, ვან ბუიტენი, ბადშტუბერი, კონტენტო - ვან ბომელი, შვაინშტაიგერი - კროოსი, თ. მიულერი, რიბერი - ოლიჩი.
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - რიტერი, ა. ფრიდრიხი, კიაერი, შეფერი - ჟოსუე, ჰასებე - გრაფიტე, მიშიმოვიჩი, მანჯუკიჩი - ჯეკო.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული