მან 23 წლის ფერმანი უნდა შეცვალოს - ეს უკანასკნელი ბუნდესლიგის წინა ტურში, „კაიზერსლაუტერნთან“ 1:2-ზე წაგებულ შეხვედრაში დაშავდა. ექიმებმა მას მინიმუმ ხუთთვიანი იძულებითი პაუზა გამოუწერეს. „შალკე“ მხოლოდ გამოუცდელი ლარს უნერშტალის იმედად ვერ დარჩებოდა და მენეჯერმა ჰორსტ ჰელდტმა ჰილდებრანდი ამიტომაც აიყვანა.
„ფერმანის ტრავმამ ყველა საგონებელში ჩაგვაგდო. მესამე მეკარის
ამ უქმეებზე გელზენკირხენელთა კარს უნერშტალი დაიცავს, ტიმო კი ლევან ყენიას გუნდთან ერთად ვარჯიშს ორშაბათიდან შეუდგება. ჰელდტი ამბობს, ჰილდებრანდს ძირითად შემადგენლობაში თამაში გარანტირებული არ აქვსო: „ლარს უნერშტალთან ერთად, არც მათიას შობერი უნდა დაგვავიწყდეს. ფერმანის არყოფნაში ტიმოს სწორედ ამ მეკარეებისთვის მოუწევს კონკურენციის გაწევა, „შალკეს“ კარში კი, ამ სამიდან უძლიერესი ჩადგება.“
ჰაინკესი: ბაიერნში როისის ადგილი არ არის
„ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა უარყო მოარული ხმები იმის შესახებ, თითქოს ზამთარში რეკორდმაისტერი მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ ახალგაზრდა შემტევის, მარკო როისის ყიდვას აპირებდეს.
„ეს სპეკულაციებია, - განუცხადა მიუნხენური კლუბის თავკაცმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს, - მართალია, მარკო შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენს გუნდში ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა ამ ეტაპზე ძალიან გაუჭირდებოდა. მინიმუმ ორი წლის მანძილზე „ბაიერნში“ როისის ადგილი არ არის, მე კი არ მინდა, რომ ასეთი ნიჭიერი მოთამაშე სათადარიგოთა სკამისთვის ვიყიდოთ. ვფიქრობ, მარკო დორტმუნდის „ბორუსიას“ ან ბრემენის „ვერდერს“ მოერგებოდა. ჩვენთან მისთვის ზედმეტად დიდი კონკურენციაა.“
„ბილდის“ ინფორმაციით, დღესდღეობით როისის ფასი 18 მილიონი ევროა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"