პუტინს ნოიერის ტრანსფერის ჩაშლა უნდოდა!

AutoSharing Option
ვლადიმირ პუტინს მანუელ ნოიერის "შალკედან" "ბაიერნში" ტრანსფერის ჩაშლა სურდა და მზად იყო, ამაში დიდი ფულიც გადაეხადა. სად ნოიერი და სად პუტინი? - მათთვის, ვისაც ასეთი კითხვა გაუჩნდა, სიამოვნებით განვმარტავთ: "შალკეს" გენერალური სპონსორი "გაზპრომია", რომელსაც პუტინი მართავს.

"ბაიერნთან" ამ ტრანსფერზე აპრილში შევთანხმდით, - "შპორტ ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში იხსენებს "შალკეს" შეფი კლემენს ტიონიესი, - და სწორედ ამის შემდეგ დამირეკა პუტინმა.

რუსეთის პრემიერ მინისტრი მანუელის დიდი ფანია და მთხოვა, ყველაფერი გააკეთე იმისათვის, რომ "შალკემ" ნოიერი არ დაკარგოსო.

სამწუხაროდ, მანუელის შეჩერება უკვე შეუძლებელი იყო.
მას არც ზღაპრული ხელფასი აინტერესებდა და მით უმეტეს, არც პუტინის თხოვნა. ნოიერს "ბაიერნში" გადასვლა უნდოდა და ვერაფერი შეაჩერებდა."

სტევენს ჰესლერი დაეხმარება
"შალკეს" სამწვრთნელო შტაბში კი ახალი ცნობილი სახე გამოჩნდა: გერმანიის ნაკრების ყოფილი, 90-იანი წლების ლეგენდარული ფეხბურთელი თომას ჰესლერი ამიერიდან გელზენკირხენული კლუბის მთავარ მწვრთნელ ჰუუბ სტევენსს დაეხმარება. "იკე" აქამდე კიოლნში მუშაობდა, საიდანაც სპორტულ დირექტორ ფოლკერ ფინკესთან უთანხმოების გამო წამოვიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული