შაბათის ტოპ-მატჩი ჰამბურგში შედგა და პირველი ტურის მიმოხილვაც სწორედ ჩრდილოეთ გერმანიიდან უნდა დავიწყოთ. "ჰამბურგისა" და "შალკეს" სახით ერთმანეთს ჩემპიონობის მორიგი ორი პრეტენდენტი ხვდებოდა და პირველ
"დუბლმა ჭკუიდან შემშალა. გოლების დროს თმები ყალყზე დამიდგა, ხოლო როცა ფანებთან ერთად ვზეიმობდი, მივხვდი, რომ ჩემი ადგილი ახლა სწორედ აქ არის. ძალიან დიდი ხანია, ასეთი გრძნობა აღარ მქონია," - ემოციებს ვერ მალავდა მატჩის შემდეგ ვან ნისტელროი, რომელიც ძველ თანაგუნდელთან და მეგობართან, რაულთან შეხვედრამაც გაახარა. ამ უკანასკნელმა კი პირველ ტურში "შალკეს" ფანების იმედები ვერ გაამართლა. გელზენკირხენული კლუბის თავკაცმა ფელიქს მაგათმა ესპანელი თავდამსხმელი 63-ე წუთზე შეცვალა, თუმცა მატჩის შემდეგ, "დესპოტმა ფელიქსმა" მადრიდის "რეალიდან" გადმოყვანილ გოლეადორს ხელი დააფარა:
"რაული ჯერ არ არის საუკეთესო ფორმაში. ბევრი იბრძოლა და თავი არ დაზოგა, მაგრამ დღეს ის ტაქტიკის მსხვერპლიც გახლდათ. საქმე იმაშია, რომ ამ მატჩში დაცვითი ტაქტიკა ავირჩიე, რაული კი შემტევი სტილის გუნდებისთვისაა ზედგამოჭრილი. როცა მოედანზე ათი კაცით დავრჩით (მე-60 წუთზე მოედნიდან ბენედიქტ ჰიოვედესი გააძევეს), მივხვდი, რომ რაულს მოედანზე აღარაფერი ესაქმებოდა და შევცვალე. არა უშავს, ყველაფერი წინ არის და მჯერა, რაული არაერთ გოლს გაიტანს. პირველივე ტურებში დუბლებს და ჰეთ-თრიკებს ნუ მოვთხოვთ!"
ისიც ვთქვათ, რომ რაულს პასის მიმცემი არ ჰყავდა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ "შალკეს" ძალიან სჭირდება კრეატიული ნახევარმცველი - ლევან ყენია ხომ კვლავ ტრავმირებულია. რაკი "ვოლფსბურგიდან" ზვიეზდან მიშიმოვიჩის ტრანსფერი ფაქტობრივად ჩაშლილია, მაგათი ახლა ბრაზილიელ ჟულიო ბაპტიშპას (რომა) უმიზნებს, რომელიც 5 მილიონი ევრო ღირს.
მატჩის წინ ორივე კლუბში დაძაბული ვითარება იყო. "ჰამბურგში" იმიტომ, რომ "ვოლფსბურგმა" HSV-ს ელჯერო ელიაში 15 მილიონი შესთავაზა და არც ფეხბურთელი იყო უარზე, მაგრამ კლუბის შეფებმა ახალგაზრდა ჰოლანდიელს მაშინვე მოაკეტინეს, არსადაც არ წახვალო. "შალკეში" კი მაგათს ფანებთან დაეძაბა ურთიერთობა. ქომაგებმა ფელიქსი იმის გამო გააკრიტიკეს, რომ ეს უკანასკნელი მწვრთნელისთვის მიზანშეუწონელ ძალაუფლებას ითხოვს და ბოლო დროს სულ წუწუნებს. მაგათმა კრიტიკოს ფანებს "ერთი პატარა დაჯგუფება" უწოდა და აი, სწორედ ამაში მიქარა:
ჰამბურგში ჩასულმა "შალკეს" 10 000-მა ფანმა ფელიქსს უდიდესი ტრანსფარანტი გადმოუკიდა წარწერით: "ერთი პატარა დაჯგუფება". ფაქტია, მაგათს ფანებთან კინკლაობა კარგს არაფერს მოუტანს. მით უმეტეს, რომ "შალკე" პირველ ტურში დამარცხდა. რაულს კი ვან ნისტელროის რესტორანში დაპატიჟება მოუწევს - რუუდი და გონსალეს ბლანკო მატჩის წინ ერთ კარგ მოლხენაზე დანიძლავებულან...
პირველი ტურის მთავარი გმირი კი "ჰოფენჰაიმია"! რალფ რანგნიკის "სოფლელმა ბიჭებმა" ზინსჰაიმში "ბაიერნის" ტახტიდან ჩამოგდების ერთ-ერთი კანდიდატი "ვერდერი" 4:1 გაანადგურეს და რომ მოენდომებინათ, ბრემენულ კლუბს კიდევ არაერთ გოლს გაუტანდნენ.
ამ მატჩმა ორი წლის წინანდელი "ჰოფენჰაიმი" გაგვახსენა, როცა ბუნდესლიგის აბსოლუტურმა დებიუტანტმა პირველ წრეში ქვა ქვაზე არ დატოვა, ბრწყინვალე ფეხბურთი ითამაშა და შემოდგომის ჩემპიონიც გახდა. "ვერდერის" ფეხბურთელებს ამოსუნთქვის საშუალება არ მივეცითო, სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო "ჰოფეს" თავკაცი რანგნიკი, რომლის გუნდმა მატჩის დაწყებამდე 20 მილიონი მიიღო! საქმე იმაშია, რომ შაბათს გადაწყდა: "ჰოფენჰაიმის" 23 წლის ბრაზილიელი გამთამაშებელი კარლოს ედუარდო რუსეთში, კერძოდ ყაზანის "რუბინში" გადავიდა და გერმანულმა კლუბმა მის სანაცვლოდ სწორედ 20 მილიონი მიიღო. "სოფლელები" ამ ფულის მინიმუმ ნაწილობრივ დახარჯვას აპირებენ. რანგნიკი "ჰერტას" ფორვარდ ადრიან რამოსს, "ნიურნბერგის" გამთამაშებელ ილქაი გიუნდოგანს და "შტუტგარტის" საყრდენ სებასტიან რუდის უმიზნებს.
"ვერდერი" კი საზიზღრად გამოიყურებოდა. არადა, ბრემენელები მესამე წუთზე დაწინაურდნენ (ფრინგსის პენალტით) და რაც პირველი ტაიმის მიწურულს დაემართათ, მტერს არ უსურვებს კაცი. შესაძლოა, "მუსიკოსებმა" თავიც დაზოგეს: სამშაბათს მათ ხომ უმნიშვნელოვანესი მატცი ელით გენუაში ("სამპდორიასთან"). იქ კი საქმე 15 მილიონ ევროს ეხება - უეფა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრისთვის სწორედ ამდენს იძლევა. "ვერდერს" პირველი თამაში 3:1 აქვს მოგებული, მაგრამ შეფი კლაუს ალოფსი ამბობს, თუ ისე ვითამაშებთ, როგორც ამ შაბათს, 15 მილიონს აღარ ვჩივი, ჩემპიონთა ლიგა დაგვრჩება გვერძეო. ისიც უნდა ვთქვათ, რომ აარონ ჰანტმა "რეალში" გადასული მესუთ იოზილის პოზიციაზე (გამთამაშებელი) არ გაამართლა, ხოლო "ვერდერის" დაცვა, ტრავმირებული ნალდოს გარეშე ნამდვილი კატასტროფა იყო...
როგორც ბუნდესლიგაში ხშირად ხდება ხოლმე, ლიგის ახალწვეულებმა, "ზანკტ პაულიმ" და "კაიზერსლაუტერნმა" ბრწყინვალე სტარტი აიღეს. გასაოცარია, მაგრამ ფაქტი: ორივე კლუბი სტუმრად თამაშობდა და ორივემ დამაჯერებლად, 3:1 გაიმარჯვა. "ლაუტერნის" გამარჯვება უფრო დასაფასებელია, რადგან "ეშმაკებმა" კიოლნიდან წაიღეს სამი ქულა, რაც "ლაუტერნზე" გაცილებით ძლიერ გუნდებსაც უჭირთ ხოლმე. ეს ნაწილობრივ იმის ბრალიც იყო, რომ "კიოლნის" კაპიტანი მოჰამადი 87-ე წამზე (!) გააძევეს, რაც ბუნდესლიგის რეკორდია! აქამდე ყველაზე სწრაფი გაძევება ამა წლის აპრილში იყო დაფიქსირებული, როცა მაინცელ ივანშიტცს მოედანი 188 წამის მერე დაატოვებინეს.
მიუხედავად კაცნაკლულობისა, პირველი გოლი მაინც "თხებმა" გაიტანეს (ნოვაკოვიჩი) და მერე კიდევ უფრო ყრუ დაცვაში ჩადგნენ, მაგრამ "კაიზერსლაუტერნმა" "კიოლნი" ბოლო 20 წუთში მაინც გატეხა. "ზანკტ პაულიმ" კი იგივე გაუკეთა "ფრაიბურგს", ოღონდ "ბოდენოვაშტადიონზე" მოვლენები უფრო გვიან განვითარდა: 78-ე წუთამდე 0:0 იყო და ხსენებულ დროს სისემ "ფრაიბურგი" დააწინაურა, მაგრამ ბოლო შვიდ წუთში "კიცელებმა" "ფრაის" სამი გოლი გაუტანეს (!). ამაზე უკეთეს დასაწყისზე ვერც კი ვიოცნებებდიო, თქვა ნამატჩევბს "პაულის" დამრიგებელმა ჰოლგერ სტანისლავსკიმ.
ტურის წინასიტყვაობაში ვწერდით, რომ "ჰანოვერის" მწვრთნელი მირკო სლომკა ჩემოდნებზე იჯდა და "აინტრახტთან" წარუმატებლობის შემთხვევაში მას სავარაუდოდ დაიფრენდნენ. მართალია, სეზონი ჯერ დაწყებული არ იყო, მაგრამ სლომკას "მაგრად მოხვდა" იმის გამო, რომ "წითლები" გერმანიის თასს პირველივე ეტაპზე გამოეთიშნენ. მირკო გადარჩა, რადგან მისმა შეგირდებმა ძალიან მოინდომეს და უფრო ძლიერ "აინტრახტს" 2:1 მოუგეს. მიონხენგლადბახის "ბორუსია"კი "ნიურნბერგს" დაუზავდა - 1:1.
კვირას "მაინცმა" საკუთარ "ბრუხვეგშტადიონზე" "შტუტგარტი" დაამარცხა და პირველივე ტურში გაუსვა ხაზი იმას, რომ თავის მოედანზე იოლად არავის არაფერს დაუთმობს. ტურის ბოლო მატჩში კი, დორტმუნდის "ბორუსია" შინ "ლევერკუზენთან" დამარცხდა (0:2). უნდა ითქვას, რომ "ბაიერმა", სადაც მიხაელ ბალაკის ბუნდესლიგაში დაბრუნება შედგა, ნაადრევი და საკმაოდ იღბლიანი გოლები გაიტანა, მერე კი საკუთარი კარის მისადგომები გადაკეტა და ანგარიში შეინარჩუნა. "ბორუსია" ბევრს უტევდა და რენე ადლერის კართან არაერთი მომენტიც შეიქმნა, მაგრამ დორტმუნდელებს არ უმართლებდათ. აღსანიშნავია, რომ მომდევნო ტურში "დორტმუნდი" და "შტუტგარტი" ერთმანეთს ამ უკანასკნელი "მერსედეს ბენც არენაზე" შეხვდებიან.
ბაიერნი-ვოლფსბურგი 2:1
ბაიერნი (4-2-3-1): ბუტი 3.5 - ლამი 3.5, ვან ბუიტენი 4, ბადშტუბერი 3.5, კონტენტო 3.5 - ვან ბომელი 2.5, შვაინშტაიგერი 2.5 - თ. მიულერი 2.5, კროოსი 3 (73. პრანიჩი), რიბერი 2.5 - კლოზე 4.5 (73. გომესი).
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო 4 - პეკარიკი 4.5 (46. მიშიმოვიჩი 2.5), ბარძალი 3, კიაერი 4, მ. შეფერი 3.5 - რიტერი 3, ჟოსუე 4 - ზიანი 4 (77. დეჟაგა), სისერო 4, მანჯუკიჩი 3.5 (88. გრაფიტე) - ჯეკო 3.
გოლები: 1:0 თ. მიულერი (9), 1:1 ჯეკო (55), 2:1 შვაინშტაიგერი (91)
გაფრთხილება: 1-3; დარტყმა: 17(5)-11(5); ჯარიმა: 6-25; კუთხური: 9-3; ბურთის ფლობა: 68%-32%.
მაყურებელი: 69 000
ჰოფენჰაიმი-ვერდერი 4:1
ჰოფენჰაიმი (4-1-2-3): შტარკე 3 - ბეკი 2.5, შიმუნიჩი 3, ფორსა 3, კომპერი 2.5 (72. აიხნერი) - ლუის გუსტავო 2 - ვაისი 3.5, სალიჰოვიჩი 3 - მლაპა 3 (77. ტომალა), იბიშევიჩი 2.5, ბა 2.5 (62. ვუკჩევიჩი 3.5).
ვერდერი (4-1-2-1-2): ვიზე 3.5 - ფრიტცი 4, მერტეზაკერი 5, პრიოდლი 4, პასანენი 5 - ფრინგსი 4 - ბარგფრედე 4.5, ბოროვსკი 5 (73. ვაგნერი) - ჰანტი 5 (46. მარინი 4.5) - პისარო 4.5, უგო ალმეიდა 3.5 (23. არნაუტოვიჩი 5).
გოლები: 0:1 ფრინგსი (3-პენ), 1:1 ბა (20), 2:1 მლაპა (37), 3:1 იბიშევიჩი (41), 4:1 სალიჰოვიჩი (43)
გაფრთხილება: 1-2; დარტყმა: 10(7)-10(2); ჯარიმა: 24-16; კუთხური: 5-5; ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 30 150
ბორუსია (მ)-ნიურნბერგი 1:1
ბორუსია მ. (4-2-2-2): ბეილი 3 - ლეველსი 3.5, ბრუვერსი 4.5, დანტე 2.5, დემსი 3.5 - ბრედლი 3.5, მარქსი 4 - როისი 3, არანგო 3.5 (83. ჰერმანი) - მატმური 4 (64. ბობადილია 4), იდრისუ 2.5.
ნიურნბერგი (4-2-3-1): რ. შეფერი 2 - იუდტი 3, ნილსონი 3.5, ვოლფი 3.5, პინოლა 3 (67. ბილერი 4) - ჰეგელერი 2.5, სიმონსი 4 - ექიჩი 3 (73. აიგლერი), გიუნდოგანი 4, ბუნიაკუ 4.5 (86. ფრანცი) - შიბერი 4.
გოლები: 0:1 ჰეგელერი (15), 1:1 იდრისუ (31)
გაფრთხილება: 0-1; დარტყმა: 12(5)-10(5); ჯარიმა: 15-18; კუთხური: 6-5; ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 42 202
კიოლნი-კაიზერსლაუტერნი 1:3
კიოლნი (4-1-2-1-2): მონდრაგონი 3.5 - ბრეჩკო 4, მოჰამადი, მაკენა 4, ზალგერი 4 - პეტიტი 3.5 (86. ერეთი) - ლანიგი 4, ჟაჟალო 3.5 - იალსინი (14. პეცონი 4.5) - ნოვაკოვიჩი 3.5, პოდოლსკი 3.5 (78. ფრაისი).
კაიზერსლაუტერნი (4-2-2-2): ზიპელი 4 - დიკი 4, ამედიკი 4, როდნი 3, ბუგერა 4 (46. იესენი 4) - ბილეკი 3, მორავეკი 3 (78. ნემეცი) - ტიფერტი 4, კირხი 4.5 (46. ილიჩევიჩი 2) - ლაკიჩი 1.5, ჰოფერი 3.
გოლები: 1:0 ნოვაკოვიჩი (8), 1:1 ლაკიჩი (70), 1:2 ლაკიჩი (84), 1:3 ილიჩევიჩი (88)
გაძევება: მოჰამადი (2. კიოლნი)
გაფრთხილება: 1-2; დარტყმა: 10(4)-17(6); ჯარიმა: 10-25; კუთხური: 5-6; ბურთის ფლობა: 33%-67%.
მაყურებელი: 49 200
ფრაიბურგი-ზტ. პაული 1:3
ფრაიბურგი (4-1-4-1): პუპლინი 2.5 - მუიჯა 4.5 (46. ვილიამსი 4.5), ბართი 4.5, ბუტშერი 4.5, ბასტიანსი 4 - ი. შუსტერი 4.5 - კალიგიური 5 (56. ნიკუ 4.5), როზენტალი 4 (89. რაიზინგერი), მაკიადი 4, იეგერი 5 - სისე 3.
ზტ. პაული (4-2-2-1-1): ჰაინი 3.5 - როთენბახი 3.5, სამბრანო 4, თორანდტი 3, ოჩიპკა 2.5 - მ. ლემანი 3, ბოლი 2.5 - ბრუნსი 4 (58. კრუსე 3.5), ნაკი 3.5 (80. სუკუტა-პასუ) - ჰენინგსი 3.5 (68. ბარტელსი 2.5) - ებერსი 3.5.
გოლები: 1:0 სისე (78), 1:1 ბოლი (83), 1:2 სუკუტა-პასუ (89), 1:3 ბარტელსი (91)
გაფრთხილება: 0-0; დარტყმა: 9(3)-17(7); ჯარიმა: 12-13; კუთხური: 3-6; ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 24 000
ჰანოვერი-აინტრახტი 2:1
ჰანოვერი (4-2-2-2): ფრომლოვიტცი 4 - ჩერუნდოლო 4, ჰაგი 4.5, პოგატეცი 3.5, კ. შულცი 4 - შმიდებახი 4 (85. შტინდლი), პინტუ 3 - კარლიტოსი (4. შტოპელკამპი 4), რაუში 3 (74. ჯაპკა) - ია კონანი 2.5, აბდელაუე 5.
აინტრახტი (4-2-2-2): ნიკოლოვი 4.5 - იუნგი 4.5, ფრანცი 4.5, რუსი 5, ცაველასი 3.5 (65. ქორქმაზი 5) - ა. მაიერი 4.5, შვეგლერი 4 (78. კაიო) - პ. ოხსი 3.5, კიოლერი 3.5 - გეკასი 5 (60. ჰალილ ალთინთოფი 4.5), ამანატიდისი 4.
გოლები: 1:0 რაუში (21), 1:1 კიოლერი (27), 2:1 ია კონანი (75)
გაფრთხილება: 0-1; დარტყმა: 13(7)-17(3); ჯარიმა: 9-14; კუთხური: 2-6; ბურთის ფლობა: 35%-65%.
მაყურებელი: 37 212
ჰამბურგი-შალკე 2:1
ჰამბურგი (4-2-3-1): როსტი 3 - დემელი 3, ვესტერმანი 4, მატიისენი 3, იანსენი 3.5 (77. რინკონი) - იაროლიმი 3, ზე რობერტო 2.5 - პიტროიპა 3.5, პეტრიჩი 3 (70. გერერო 4), ელია 2.5 (79. კაჩარი) - ვან ნისტელროი 2.
შალკე (4-2-2-2): ნოიერი 2.5 - მატიპი 5 (59. უჩიდა 3.5), ჰიოვედესი 4.5, მეტცელდერი 4, ჰაო 4 - ჯონსი 3.5, პაპადოპულოსი 3.5 (49. შმიტცი 4) - ფარფანი 2.5, რაკიტიჩი 3.5 - რაული 5 (63. მორიტცი 4), ედუ 4.5.
გოლები: 1:0 ვან ნისტელროი (46), 1:1 ფარფანი (80), 2:1 ვან ნისტელროი (83)
გაძევება: ჰიოვედესი (60. შალკე)
გაფრთხილება: 2-0; დარტყმა: 18(6)-13(4); ჯარიმა: 11-17; კუთხური: 7-4; ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 57 000
მაინცი-შტუტგარტი 2:0
მაინცი (4-2-2-2): ვეტკლო - ზაბავნიკი, სვენსონი, ნოვესკი, ფუხსი - კარჰანი (67. კალიგიური), პოლანსკი - სოტო, ჰოლტბი (89. შიმაკი) - ალაგუი, რაზმუსენი (72. შალაი).
შტუტგარტი (4-2-2-2): ულრაიხი - დეგენი (67. ჰარნიკი), ბულარუზი, ნიდერმაიერი, მოლინარო - კუჟმანოვიჩი, გენტნერი - ტრეში, გებჰარდტი (57. აუდელი) - მარიკა (75. პოგრებნიაკი), კაკაუ.
გოლები: 1:0 ალაგუი (26), 2:0 რაზმუსენი (47)
მე-19 წუთზე კაკაუმ (შტუტგარტი) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
გაფრთხილება: 4-1; დარტყმა: 17(6)-14(5); ჯარიმა: 16-13; კუთხური: 5-4; ბურთის ფლობა: 47%-54%.
მაყურებელი: 20 300
ბორუსია (დ)-ლევერკუზენი 0:2
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - ოვომოიელა (77. რანგელოვი), სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ნ. შაჰინი, კელი (63. ლევანდოვსკი) - გროსკროიტცი (67. პიჟჩეკი), კაგავა, გიოტცე - ბარიოსი.
ლევერკუზენი (4-2-2-2): ადლერი - კასტრო, რაინარტცი, ჰიიპია, კადლეცი - ვიდალი (88. ბალიტში), ბალაკი - რენატო (81. შვააბი), ბარნეტა (76. ლ. ბენდერი) - კისლინგი, დერდიოკი.
გოლები: 0:1 ბარნეტა (19), 0:2 რენატო (22)
გაფრთხილება: 0-0; დარტყმა: 14(6)-15(4); ჯარიმა: 20-13; კუთხური: 8-1; ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 73 300