პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: "რუბინმა"
კარლოს ედუარდო "ჰოფენჰაიმში" 2007 წელს, "გრემიოდან" გადავიდა და მაშინ "სოფლელებმა" ამ ფეხბურთელში 7 მილიონი გადაიხადეს. სამი წლის მანძილზე მან ბუნდესლიგაში 58 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიის ნაკრების ახალი მწვრთნელი მანო მენეზესი კარლოს ედუარდოს ძალიან აქებს და "სელესაოში" მის გამოძახებას ხშირად აპირებს, აქამდე კი, 23 წლის ნახევარმცველს ეროვნულ გუნდში მხოლოდ 4 მატჩი აქვს ჩატარებული.
კარლოს ედუარდოს "ჰოფენჰაიმის" თავკაცი რალფ რანგნიკი მუდმივად აქებდა ხოლმე და ახლაც, ტრანსფერის შემდეგ, ამბობს, რომ ამ ფეხბურთელის წასვლა "ჰოფესთვის" დიდი დანაკლისია. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ კარლოს ედუარდოს პრობლემებიც ხშირად ჰქონდა, არაერთხელ "უცელქია" და დისკვალიფიკაციებიც ჰქონდა. რაც შეეხება ფასს: მოგეხსენებათ, ყაზანის "რუბინისთვის" ფული პრობლემას არ წარმოადგენს. "რუბინისთვის" მთავარი ის არის, რომ როგორმე ფეხბურთელი რუსეთის ჩემპიონატში გადასვლაზე დაიყოლიოს ხოლმე. კარლოს ედუარდომდე, რუსეთის ჩემპიონმა "ვოლფსბურგიდან" ნიგერიელი ობაფემი მარტინსიც იყიდა - 9 მილიონად.
"ჰოფენჰაიმი" კარლოს ედუარდოში აღებულ დიდ ფულს სავარაუდოდ შტუტგარტელ სებასტიან რუდიში (ეს უკანასკნელი გუშინ ჰოფენჰაიმში სამედიცინო შემოწმების გასავლელად ჩავიდა) და "ჰერტას" ფორვარდ ადრიან რამოსში დახარჯავს.