ჰაინკესმა ბალაკი დაასვენა

AutoSharing Option
გერმანული "ლევერკუზენის" კაპიტანი მიხაელ ბალაკი სიმფეროპოლში იქაური "ტავრიას" წინააღმდეგ არ ითამაშებს. მოგეხსენებათ, ევროპის ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში ლევერკუზენელებმა "ბაიარენაზე" ვასილ გიგიაძის უკრაინული გუნდი 3:0 გაანადგურეს და "ასპირინების" მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა ვეტერანი ნახევარმცველის დასვენება გადაწყვიტა.

როგორც ცნობილია, მიხაელ ბალაკმა ტრავმის გამო მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ იასპარეზა და კვირას, "მიონხენგლადბახთან" 2:0 მოგებული მატჩი ბუნდესტიმის ექსკაპიტნისთვის პირველი სრულფასოვანი თამაში იყო ხანგრძლივი პაუზის შემდეგ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული