"კაიზერსლაუტერნის" 22 წლის მეკარე გერმანიაში ერთ-ერთ უნიჭიერეს კიპერად მიიჩნევა, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონია და
სამაგიეროდ, ზიპელმა ლუკას პოდოლსკისა და პეტიტის ურთულესი დარტყმები მოიგერია და საბოლოო ჯამში, მისი თამაშიც დადებითად შეფასდა. მოკლედ, "კაიზერსლაუტერნი" გერმანიის ელიტაში წარმატებით დაბრუნდა. ზიპელის გარდა, ყურადღების ცენტრშია გუნდის ლიდერი და წამყვანი ნახევარმცველი კრისტიან ტიფერტი, რომელმაც მატჩის მიწურულს 23 წლის ივო ილიჩევიჩს საგოლე, საოცნებო პასი გაუკეთა. ილიჩევიჩი ის კაცია, ვინც მეორე გოლის დროს გააკეთა საგოლე გადაცემა და პირველი ტურის შემდეგ, გოლს პლუს პასის რეიტინგში უკვე ორი ქულა აქვს. ყველაზე კარგად კი, პირველ ტურში მაინც თავდამსხმელი სრდიან ლაკიჩი წარმოჩინდა - შესრულებული დუბლის გამო.
კარგად დაწყებულ საქმეს კარგი გაგრძელება სჭირდება და დღეს, კაიზერსლაუტერნში დიდი ზეიმია: 1. FჩK ხანგრძლივი პაუზის მერე, ბუნდესლიგაში პირველ საშინაო მატჩს ატარებს და თანაც, "ლაუტერნი" "ფრიც-ვალტერ-შტადიონზე" თვით მიუნხენის "ბაიერნს" მასპინძლობს. "ბაიერნთან" მატჩი ჩვენთვის უდიდესი ზეიმია და ამ შეხვედრაში თითოეული ჩვენთაგანი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებს," - ეს ზიპელის სიტყვებია.
რაც შეება მიუნხენურ გიგანტს: სეზონი ლუის ვან გაალის გუნდმაც წარმატებით დაიწყო. "ბაიერნმა" ერთი კვირის წინ "ვოლფსბურგი" დაამარცხა და "ლაუტერნის" დარად, რეკორდმაისტერსაც სამი ქულა აქვს. საინტერესო ისაა, რომ "ბაიერნს" ივიცა ოლიჩი გამოუჯანმრთელდა, რომელიც დღეს განაცხადში იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მარიო გომესს და მიროსლავ კლოზეს კონკურენტი გამოუჩნდათ.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღევანდელი მატჩი განსაკუთრებული მოვლენაა მირო კლოზესთვის, რომელიც წარმოშობით სწორედ პფალცელია, კაიზერსლაუტერნში დაიბადა და "ლაუტერნის" ფანობაში გაიზარდა, მერე კი წლების მანძილზე (1999-დან 2004-მდე) 1. FჩK-ს ღირსებას იცავდა და საფეხბურთო მსოფლიოს თავი სწორედ ამ კლუბიდან გააცნო. კლოზესთვის "კაიზერსლაუტერნი" იმდენად ბევრს ნიშნავს, რომ გუშინ განაცხადა, თუ "ფრიც-ვალტერ-შტადიონზე" გოლს გავიტან, სალტოებს არ გავაკეთებო.
"ლაუტერნს" და მის ქომაგებს იმდენად დიდ პატივს ვცემ, რომ სალტოების კეთებას ვერ დავიწყებ, - ამბობს მირო, - წლების წინ, ჩემს მშობლიურ კლუბს "ვერდერის" ფეხბურთელის რანგში გავუტანე და არც მაშინ მიზეიმია."
ამასთან, გუშინაც ვწერდით, რომ კლოზე სულაც იმაზე ფიქრობს, რომ კარიერა "კაიზერსლაუტერნში" დაასრულოს. მანამდე კი დღევანდელი მატჩისა და "ლაუტერნის" ფანებთან შეხვედრის მოლოდინშია: "როცა "კაიზერსლაუტერნში" ვთამაშობდი, პარასკევის საშინაო მატჩებს თითქმის ყოველთვის ვიგებდით ხოლმე. ასე რომ, ჩვენ ამ შეხვედრის მოგება გაგვიჭირდება. ეს დღეები თანაგუნდელებს სულ ვაფრთხილებ, რომ უმძიმესი შეხვედრა გველის."
კლოზემ დღევანდელი მატჩისთვის 50 ბილეთი იყიდა: ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ლუის ვან გაალმა არგენტინელი მცველი მარტინ დემიკელისი კაიზერსლაუტერნში წასაყვანი ფეხბურთელების სიაში არ შეყვანა. წყალი არ გაუვა იმას, რომ ეს უკანასკნელი "ბაიერნს" პირველ სექტემბრამდე აუცილებლად დატოვებს.
სავარაუდო შემადგენლობები
კაიზერსლაუტერნი (4-4-2): ზიპელი - დიკი, ამედიკი, როდნი, ბუგერა - კირხი, ბილეკი, ტიფერტი, ილიჩევიჩი - ჰოფერი, ლაკიჩი.
ბაიერნი (4-2-3-1): ბუტი - ლამი, ვან ბუიტენი, ბადშტუბერი, კონტენტო - ვან ბომელი, შვაინშტაიგერი - თ. მიულერი, კროოსი, რიბერი - კლოზე.