კლინსმანის ევროპული თვალი

AutoSharing Option
აშშ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელის იურგენ კლინსმანის განცხადებით მან ვეტერანი ავსტრიელი ფეხბურთელი, 43 წლის ანდრეას ჰერცოგი სამწვრთნელი შტაბში შეიყვანა.

ანდრეასს ევროპაში მოთამაშე ლეგიონერებზე დაკვირვება დაევალება. ჰერცოგი ჩემი ევროპული თვალი იქნებაო, ასე ახსნა კლინსიმ თავისი გადაწყვეტილება. სპეციალისტი აქამდე ავსტრიის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.

იურგენი და ანრეასი ერთმანეთს 1995 წლიდან იცნობენ, როცა ერთდროულად ჩაირიცხნენ "ბაიერნის" რიგებში. შეიძლება ითქვას, რომ რეკორდმაისტერში არცერთ მათგანს კარიერა არ აეწყო. ჰერცოგმა "ოლიმპიაშტადიონი" პირველივე სეზონის დასრულებისთანავე დატოვა, კლინსმანმა კიდევ ერთი წელი გაძლო და სათამაშოდ იტალიაში დაუბრუნდა.

ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული