ჯერ იყო და მენეჯერმა მიხაელ პრეეტცმა და აწ უკვე ყოფილმა მწვრთნელმა მარკუს ბაბელმა ერთმანეთს საჯაროდ სულ მატყუარები ეძახეს, რის შემდეგაც ბაბელი შეფებს ოფიციალურად გაებუტა, რასაც მისი გაგდება მოჰყვა, ახლა კი ბერლინელთათვის ბაბელის სასურველ შემცვლელთან დაკავშირებით დაიწყო სპექტაკლი.
სამარცხვინო ფაქტი: "ბილდის" ინფორმაციით, "ჰერტას" ხელმძღვანელებს მწვრთნელის პოსტზე 46 წლის მიხაელ სკიბეს დანიშვნა უნდათ, რომელიც ახლა თურქულ "ესქიშეჰირსპორს" წვრთნის, დაუკავშირდნენ და ჰკითხეს, თანახმა ხარ, თუ არა, რომ
სკიბეს თურქულ კლუბთან ხელშეკრულება 2014 წლამდე აქვს გაფორმებული და "ბილდმა" ისიც გაარკვია, რომ თურქები სკიბეს გათავისუფლების სანაცვლოდ 250 000 ევროს ითხოვენ. ნუთუ "ჰერტას" სასურველ მწვრთნელში მეოთხედი მილიონის გადახდაც არ შეუძლია? პრინციპში, გასაკვირი არც ესაა, რადგან ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, ლევან კობიაშვილის გუნდს 30 მილიონი ევროს ოდენობის ვალი აქვს.
სკიბე "ბილდთან" საუბრისას მხოლოდ ამას ამბობს: "დიახ, "ჰერტასთან" მოლაპარაკებებს ვაწარმოებ და უკვე ვესაუბრე "ესქიშეჰირის" პრეზიდენტსაც.
მას ჩემი გაშვება არ უნდა, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია. საბოლოო გადაწყვეტილება ხუთშაბათს გახდება ცნობილი."
ბერლინელთა ყოფილი დამრიგებელი ბაბელი კი მიუნხენში გაემგზავრა, სადაც შობას და ახალ წელს ოჯახთან ერთად შეხვდება. მარკუსი სერიოზულად ფიქრობს სასამართლოში სარჩელის შეტანაზე - იმის გამო, რომ პრეეტცმა მატყუარა უწოდა, კობიაშვილსა და სხვა ყოფილ შეგირდებს კი დღეს, გერმანიის თასის მერვედფინალში ("ჰერტა" "კაიზერსლაუტერნს" მასპინძლობს) წარმატებებს უსურვებს და ამბობს, დარწმუნებული ვარ, რომ ბიჭები მეოთხედფინალში გავლენო.
ისე, საინტერესოა, რას უზამს ბაბელი თავის სვირინგს - როცა ბერლინელები პირველ ბუნდესლიგაში გადაიყვანა, მკლავზე "ჰერტას" ლოგო ამოისვირინგა...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"