ალაბა ავსტრიის საუკეთესოა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" 19 წლის ავსტრიელი ნახევარმცველი დავიდ ალაბა სამშობლოში 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ამრიგად, ალაბა ავსტრიული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც წლის საუკეთესოს წოდება დაიმსახურა. მეორე ადგილზე ვენის "აუსტრიას" ფეხბურთელი ნაჩერ ბარაძიტე გავიდა, მესამეზე კი "შტუტგარტის" ნახევარმცველი მარტინ ჰარნიკი.

"ეს ჩემთვის უდიდესი პატივია და სიმართლე გითხრათ, ამას ნაღდად არ ველოდი," - თქვა ალაბამ, რომელიც "ბაიერნში" "აუსტრიადან" 2008 წელს გადავიდა. შეგახსენებთ, რომ წინა სეზონის მეორე წრეში მიუნხენელებს ალაბა "ჰოფენჰაიმში" ჰყავდათ განათხოვრებული, სადაც ბუნდესლიგის 17 მატჩში 2 გოლი გაიტანა. ამ
სეზონში კი ნიჭიერი ავსტრიელი ისევ ბავარიულ გრანდში თამაშობს, 17-დან ბუნდესლიგის 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა (2 საგოლე პასი).

"ვფიქრობ, დავიდმა ეს ჯილდო დაიმსახურა. ალაბა მუდმივად პროგრესირებს, ყველაზე მეტად კი ის მიხარია, რომ ვარჯიშებზე თავს არ ზოგავს. დარწმუნებული ვარ, ეს წოდება მას მოტივაციას გაუორმაგებს," - ეს "ბაიერნის" მწვრთნელის, იუპ ჰაინკესის სიტყვებია. აქვე გეტყვით, რომ დავიდ ალაბას ავსტრიის ნაკრებში ჯერ მხოლოდ 16 მატჩი აქვს ჩატარებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული