დიეგო: დრიბლინგები ჩემზე იყოს!

AutoSharing Option
"იუვენტუსში" გატარებული წარუმატებელი სეზონის შემდეგ, დიეგო ბუნდესლიგაში დაბრუნდა - "ვოლფსბურგის" მენეჯერმა დიტერ ჰიონესმა და მთავარმა მწვრთნელმა სტივ მაკლარენმა ბრაზილიელი გამთამაშებელი გუშინ ოფიციალურად წარადგინეს.

"ჩემი მიზანია, "ვოლფსბურგის" ქომაგების უსაყვარლესი ფეხბურთელი გავხდე. დრიბლინგები, ლამაზი პასები და გოლები ჩემზეა! - ასეთი იყო დიეგოს პირველი სიტყვები "ვოლფსბურგის" ფეხბურთელის რანგში, - მიხარია, რომ ბუნდესლიგაში დავბრუნდი და მჯერა, რომ ეს სეზონი "ვოლფსბურგისთვის" ძალიან წარმატებული იქნება. თავს არ დავზოგავ იმისთვის, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნდეს."

დიდი შანსია, რომ დიეგოს დებიუტი დღესვე, "მაინცთან" მატჩში შედგეს. "ვოლფსბურგის" შეფები გერმანიის
საფეხბურთო ლიგისგან ბრაზილიელის განაცხადში შეყვანის დასტურს გუშინ გვიანობამდე ელოდებოდნენ. რიბას და კუნია, ისევე, როგორც "იუვეში", "მგლებშიც" 28-ე ნომრით ითამაშებს. დიეგოს ტრანსფერი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ზვიეზდან მიშიმოვიჩი "ვოლფსბურგს" დატოვებს. მას მერე, რაც "შალკესთან" გარიგება არ შედგა (დიტერ ჰიონესს არ სურდა, რომ "ზვეჩგე" კონკურენტისთვის მიეყიდა) ბოსნიელი გოლეადორი კარიერას, სავარაუდოდ, "გალათასარაიში" გააგრძელებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული