ზორგი გააგდეს, შტრაიხი დანიშნეს

AutoSharing Option
წლის ბოლოს ასეთ რამეს აღარავინ ელოდა, მაგრამ მოსახდენი მაინც მოხდა: ბუნდესლიგის აუტსაიდერ "ფრაიბურგში" მონასტერი აირია.

ჯერ იყო და მწვრთნელმა მარკუს ზორგმა გუნდიდან ექვსი ფეხბურთელი მოკვეთა, ახლა კი კლუბის ხელმძღვანელებმა თავად 46 წლის ზორგი გაათავისუფლეს! მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, ის არის, რომ "ფრაიბურგს" ფოლკერ ფინკეს უდიდესი ერის (1991-2007) შემდეგ პირველად ემუქრება მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე.

ზორგმა გუნდი ზაფხულში, მას მერე ჩაიბარა, რაც ყოფილი მწვრთნელი რობინ დუტი "ლევერკუზენში" გადავიდა და მის ხელში ბრაისგაუელები ძალიან ცუდ შედეგებს აჩვენებენ.

ზოგადად, "ფრაიბურგი" მწვრთნელს ხშირად
არ იცვლის ხოლმე. თავად განსაჯეთ: ფინკემ იქ 16 წელი იმუშავა, დუტმა კი - 4. როგორც ჩანს, კლუბის ბოსებს იმის ბოლო იმედიც გადაეწურათ, რომ ზორგის ხელში გუნდი გამოსწორდებოდა. გარკვეულია ისიც, რომ მარკუს ზორგის თანამდებობაზე მისი ასისტენტი, 46 წლის კრისტიან შტრაიხი დაიკავებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული