ლიპი: ევრო 2012-ს გერმანია მოიგებს!

AutoSharing Option
მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი მწვრთნელი მარჩელო ლიპი ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე ფსონს გერმანიის ნაკრებზე ჩამოდის. მისი აზრით, ზაფხულში უკრაინასა და პოლონეთში გასამართ კონტინენტის პირველობაზე გამარჯვების ყველაზე უკეთესი შანსი ბუნდესგუნდს აქვს.

"ჩემი აზრით, დღესდღეობით ყველაზე ძლიერი ნაკრები გერმანიას ჰყავს. ცხადია, არ მავიწყდება ესპანეთის შესანიშნავი გუნდიც, მაგრამ ჩემი აზრით, ევროპის ჩემპიონობასთან გერმანელები ყველაზე ახლოს არიან. იოახიმ ლიოვის გუნდთან ერთად, ევროპის ტოპ-სამეულში სწორედ ესპანეთს და ჰოლანდიის ნაკრებს დავასახელებ, - აცხადებს ლიპი "კორიერე დელო სპორტისთვის" მიცემულ ინტერვიუში და დასძენს, - გერმანელები ძალიან სწრაფ და
ტექნიკურ, კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობენ.

ამასთან ბუნდესნაკრები ყველაზე ახალგაზრდული გუნდია. ვფიქრობ, რომ ესპანელები ვეღარ შეძლებენ პირველობას, იმიტომ, რომ ამ თაობას ყველაფერი მოგებული აქვს, გერმანია კი ძალიან დამშეულია."

ცხადია, ლიპი იტალიის ნაკრებზეც ისაუბრა. მისი აზრით, "სკუადრა აძურამ" ჩეზარე პრანდელის ხელში საკმაოდ დიდი პროგრესი განიცადა, მაგრამ "მაესტროს" იტალია ევრო 2012-ის მთავარ ფავორიტად მაინც არ მიაჩნია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული