სლომკა: მიყიდეთ თავდამსხმელი!

AutoSharing Option
"ჰანოვერის" მთავარმა გოლეადორმა მოჰამედ აბდელაუმ საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც "წითლების" მთავარი მწვრთნელი მირკო სლომკა კლუბის ხელმძღვანელებს თავდასხმის გაძლიერებას სთხოვს.

"თუ გვინდა, რომ ამ სეზონში ისევ ევროტურნირებისთვის ვიბრძოლოთ, სატრანსფერო ბაზარზე უნდა გავაქტიურდეთ და მინიმუმ ახალი თავდამსხმელი უნდა ვიყიდოთ," - განაცხადა სლომკამ პორტუგალიაში, სადაც "ჰანოვერი" ბუნდესლიგის მეორე წრისთვის მოსამზადებელ შეკრებას გადის.

აბდელაუს ტრავმას ისიც ემატება, რომ "ჰანოვერის" კიდევ ერთი ფორვარდი დიდიე ია კონანი აფრიკის თასზე იასპარეზებს, რაც იმას ნიშნავს, რომ "წითლებს" მეორე წრის საწყის ტურებში ვერ დაეხმარება. სხვათა შორის, ტრავმა
აწუხებს იან შლაუდრაფსაც.

მოკლედ, სლომკას თავდასხმაში უჭირს და აქვე გეტყვით, რომ "ჰანოვერის" შეფებმა მიუნხენის "ბაიერნის" ბოსებს ნილს პეტერსენის იჯარაზე ჩამოუგდეს სიტყვა, მაგრამ რეკორდმაისტერის სათადარიგო ცენტრფორვარდისგან უარი მიიღეს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული