სილვესტრი ბრემენში წავიდა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალისა" და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველი მიკაელ სილვესტრი "ვერდერს" შეუერთდა.

33 წლის ფრანგს ივლისში "მეთოფეებთან" კონტრაქტი ამოეწურა, რამაც მას თავისუფალი აგენტის სტატუსი მიანიჭა. ბრემენელებმა კი სილვესტრი უფასოდ მიიღეს და ორწლიანი კონტრაქტიც გაუფორმეს. საინტერესოა, რომ ინგლისური "ფულემი" და განსაკუთრებით თურქული "ქაისერისფორი" სილვესტრს უფრო მაღალ ხელფასს პირდებოდნენ, მაგრამ მრავალნაცადმა ფრანგმა ორივეს უფრო ღარიბი, მაგრამ მეტად ამბიციური "ვერდერი" ამჯობინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული