გუნდთან ერთად ორი ვარჯიში საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ „დესპოტი ფელიქსი“ ახალგაზრდა მცველის შესაძლებლობებში დარწმუნებულიყო.
რიკარდო როდრიგესი 17-წლამდელებს შორის მსოფლიოს ჩემპიონია, „ციურიხის“ ძირითადი შემადგენლობის განუყოფელი ნაწილი იყო და უკვე შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი - როგორც ხედავთ, 19 წლის ასაკის კვალობაზე ამ ფეხბურთელს უკვე ბევრი რამ აქვს მოსწრებული. გაირკვა, რომ
ტრასნფერში დიდი წვლილი მიუძღვის შვეიცარიის ნაკრების დამრიგებელ ოტმარ ჰიტცფელდსაც, რომელმაც, ჩვენი შვეიცარიელი კოლეგების ინფორმაციით, როდრიგესს სწორედ მაგათთან გადასვლა ურჩია.
„ვოლფსბურგმა“ მართლაც ყველაზე მეტად იაქტიურა. ფელიქს მაგათის მხრიდანაც სერიოზული ინტერესი ვიგრძენი და მივხვდი, რომ მას მართლა ძალიან ვჭირდებოდი. ბუნდესლიგაში გადმოსვლით კარიერის პირველი სერიოზული ნაბიჯი გადავდგი და მჯერა, რომ „ვოლფსბურგთან“ ერთად სერიოზულ წარმატებებს მივაღწევ“, - განაცხადა როდრიგესმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.
„ვოლფსბურგს“ და „ციურიხს“ ტრანსფერის ღირებულების გახმაურება არ სურთ, ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით კი, „მგლებს“ ნიჭიერი მარცხენა მცველი დაახლოებით 7.5 მილიონი ევრო დაუჯდათ. „დესპოტი ფელიქსის“ თქმით, როდრიგესი ერთ-ერთი უდიდესი ტალანტია მათ შორის, ვინც მას ოდესმე გაუწვრთნია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"