როზენბერგი რასინგში გაანათხოვრეს

AutoSharing Option
ბრემენის "ვერდერის" შვედი თავდამსხმელი მარკუს როზენბერგი კარიერას სანტანდერის "რასინგში" გააგრძელებს. ესპანურ კლუბში იგი იჯარით ერთი სეზონის განმავლობაში იასპარეზებს. ცოტა უცნაურია, მაგრამ ამასთანავე, ვერდერმა როზენბერგს კონტრაქტი 2012 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივა.

რამდენიმე დღის წინ როზენბერგმა ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში "სამპდორიას" კარში გოლი გაიტანა და ამით თამაში დამატებით დროში გადაიყვანა, რითაც გერმანელებმა მშვენივრად ისარგებლეს და ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდნენ. თუმცა ამ გოლს "ვერდერში" როზენბერგის პოზიციები არ გაუმყარებია...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული