როგორც ჩანს, „მუსიკოსების“ შეფები ტიმს არ გამოეხმაურენ, რადგან ვიზემ მათზე ზეწოლა გააძლიერა - გუშინ „კიკერს“ უთხრა, ძალიან ბევრი შემოთავაზება მაქვს და მინდა, რომ ყველაფერი მალე გაირკვესო.
„ვერდერის“ პრობლემა იმაშია, რომ ვიზე საკმაოდ მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია და მისთვის ახალი ხელშეკრულების გაფორმება მხოლოდ მას მერე იქნება შესაძლებელი, როცა კარგად გამოიკვეთება, ახერხებს თუ არა ბრემენული კლუბი ჩემპიონთა ლიგის ან,
„ხელმძღვანელებს კონკრეტული წინადადებით ჯერ არ მოუმართავს. შესაბამისად, არ ვიცი, რა იქნება ზაფხულში. ფაქტია, რომ აპრილის დასაწყისამდე ყველაფერი გარკვეული უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებული გავხდები, ახალი კლუბის ძებნა აქტიურად დავიწყო. ჩემს მრჩეველს რამდენიმე შემოთავაზება აქვს, მაგრამ ჯერჯერობით მათი განხილვა არ დამიწყია,“ - აცხადებს ვიზე „კიკერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ 30 წლის ვიზე „ვერდერში“ 2005 წელს „კაიზერსლაუტერნიდან“ უფასოდ გადავიდა და ბრემენულ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"