კლოზე ბრაზილიაზე ოცნებობს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების თავდამსხმელი მიროსლავ კლოზე მსოფლიოს ჩემპიონატის სამი ფინალური ტურნირის მონაწილეა. სამი მუნდიალი მსოფლიოში უამრავ ფეხბურთელს მოუვლია, თუმცა ფინალური ტურნირებში 14 გოლის გატანა კლოზეს გარდა მხოლოდ მისმა ლეგენდარულმა თანამემამულემ გერდ მიულერმა მოახერხა, ხოლო ამ წყვილის წინ მხოლოდ ბრაზილიელი რონალდუ დგას, ვის ანგარიშზეც 15 სამუნდიალო გოლია.

ეტყობა, ბუნდესნაკრების ფორვარდს "ფენომენის" დიდება არ ასვენებს, რადგან მირო აცხადებს, რომ 2014 წელს ბრაზილიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობას აპირებს.

"ჩემი აზრით, უმაღლეს დონეზე თამაშს კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში შევძლებ. სულ რაღაც 32
წლის ვარ და თავს ბებრად არ მივიჩნევ. თუკი ოთხი წლის შემდეგ ჯანმრთელად ვიქენი და კარგ სპორტულ ფორმას შევინარჩუნებ, რატომაც არ უნდა ვითამაშო ბრაზილიის მუნდიალზე?" – აცხადებს კლოზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული