ბუნდესლიგა. პარასკევის მატჩის წინ: "ვოლფსბურგში" ფელიქს მაგათის ეფექტს ელიან!

AutoSharing Option
გერმანიის ჩემპიონატის 21-ე ტურს დღეს, "ვოლფსბურგისა" და "ფრაიბურგის" დაპირისპირება გახსნის.

მართალია, სატურნირო ცხრილში "ვოლფსბურგი" "ფრაიბურგზე" გაცილებით უკეთეს პოზიციაზეა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მეორე წრე ორივე გუნდმა ერთნაირად დაიწყო: "მგლებმაც" და ბრაისგაუელებმაც სეზონის მეორე ნახევრის განვლილ სამ ტურში 4-4 ქულას მოუყარეს თავი. თუმცა ორი აზრი არ არსებობს: "ვოლფსბურგს" "ფრაიბურგზე" მეტი შეუძლია და ვინც ფელიქს მაგათის გუნდს დღევანდელ შეხვედრაში ფავორიტად მიიჩნევს, ნამდვილად არ ცდება.

აქვე შეგახსენებთ, რომ წინა ტურში მაგათმა მორიგი რეკორდი დაამყარა, უფრო სწორად, თავისივე რეკორდი გააუმჯობესა, რადგან როცა "გლადბახთან" მატჩში
მოედანზე სისოკო შეუშვა, ეს უკანასკნელი 36-ე ფეხბურთელი გახლდათ, რომელიც მან ამ სეზონში გამოიყენა.

ბუნდესლიგის ისტორიაში, ერთ სეზონში ამდენი მოთამაშე სხვა არცერთ კლუბს არ დასჭირვებია.

სხვათა შორის, ამ სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე სეზონში მეორე ადგილზე სწორედ "ფრაიბურგია" - ბრაისგაუელებმა დღემდე 29 ფეხბურთელი ათამაშეს. თუმცა "ფრაის" ვერცერთმა მათგანმა ვერ უშველა - 20 ტურის შემდეგ გუნდი ბოლო ადგილზეა.

ახლა კი, "ფრაიბურგს" კრმასი და პუცილაც დააკლდნენ. აღსანიშნავია, რომ წინა ტურში ფრაიბურგელებმა კარგად ითამაშეს: "ვერდერთან" ორჯერ აგებდნენ და ორივეჯერ გაათანაბრეს!

დღევანდელი მატჩი ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია: ფრაიბურგელები გადარჩენაზე ოცნებობენ, ვოლფსბურგელებს კი ჯერ კიდევ აქვთ იმის იმედი, რომ ევროპა ლიგის საგზურს მოიპოვებენ.

ვოლფსბურგი-ფრაიბურგი 23:30
პირველ წრეში: 0:3
ტრავმა: მადლუნგი, ჰიტცლშპერგერი, პოლაკი, ვიერინია - კრმასი, მუიჯა, პუცილა, შუსტერი

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 20 13 4 3 45-14 43
2. ბაიერნი 20 13 2 5 47-14 41
3. შალკე 20 13 2 5 46-25 41
4. ბორუსია (მ) 20 12 4 4 31-12 40
5. ვერდერი 20 9 5 6 33-34 32
6. ლევერკუზენი 20 8 7 5 28-27 31
7. ჰანოვერი 20 7 9 4 22-24 30
8. ჰოფენჰაიმი 20 6 6 8 22-24 24
9. კიოლნი 20 7 3 10 29-40 24
10. ვოლფსბურგი 20 7 3 10 24-36 24
11. შტუტგარტი 20 6 5 9 26-28 23
12. ჰამბურგი 20 5 8 7 25-34 23
13. მაინცი 20 5 7 8 28-34 22
14. ნიურნბერგი 20 6 3 11 19-31 21
15. ჰერტა 20 4 8 8 25-31 20
16. კაიზერსლაუტერნი 20 3 9 8 15-24 18
17. აუგსბურგი 20 3 8 9 19-33 17
18. ფრაიბურგი 20 4 5 11 25-44 17

ბომბარდირები: 17 - გომესი (ბაიერნი); 16 - ჰუნტელაარი (შალკე), 15 - პისარო (ვერდერი), პოდოლსკი (კიოლნი); 14 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/); 12 - როისი (ბორუსია /მ/); 11 - აბდელაუ (ჰანოვერი); 10 - რაული (შალკე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული