იოზილს ჰუნტი გამოექომაგა

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც გერმანელი მესუთ იოზილი მადრიდის "რეალში" გადავიდა, 21 წლის ნახევარმცველს ბევრი მწარე შენიშვნის და საყვედურის მოსმენა თუ წაკითხვა მოუხდა. მაღალ ხელფასს დახარბდაო, წერდა ზოგიერთი გერმანული გამოცემა. მაინცდამაინც არც ბრემენელ ფანებს ესიამოვნათ გუნდის ლიდერის წასვლა.

მაგრამ იოზილს მხარდამჭერებიც გამოუჩნდა. "ვერდერის" გარემარბი აარონ ჰუნტი ყოფილ თანაგუნდელს გამოექომაგა და თქვა, რომ მესუთს დასაძრახი არაფერი ჩაუდენია.

"იოზილს ცუდი არაფერი უქნია. ის "რეალში" ფულის გამო არ გადასულა. უბრალოდ, "რეალი" მსოფლიოს ყველაზე ცნობილი საფეხბურთო კლუბია, ხოლო მესუთს კარიერაში ერთი ნაბიჯით წინ წაწევა სურდა. არავის
უნდა ეწყინოს ახალგაზრდა კაცის წინსვლა. მესუთს წარმატებას ვუსურვებ", - თქვა 24 წლის ჰუნტმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული