იურგენ კლოპი სამუდამოდ?

AutoSharing Option
ბერლინის "ჰერტას" მთავარი მწვრთნელი მიხაელ სკიბე დანიშვნიდან ზუსტად 43 დღეში გაუშვეს, დორტმუნდის "ბორუსიას" ხელმძღვანელები კი გვაჩვენებენ, რომ სხვანაირადაც შეიძლება.

გერმანიის ჩემპიონის გენერალური მენეჯერი ჰანს-იოახიმ ვატცკე, რომელმაც ცოტა ხნის წინ ვესტფალიურ კლუბთან კონტრაქტი 2016 წლამდე გააგრძელა, ამბობს, ჩვენს მწვრთნელ იურგენ კლოპს არასდროს გავათავისუფლებო.

"ზოგადად, ცხოვრებაში ძალიან ცოტა რამეს გამოვრიცხავ ხოლმე, მაგრამ იმის თქმა კი ნაღდად შემიძლია, რომ სანამ "დორტმუნდის" მენეჯერი ვარ, კლოპს არ გავათავისუფლებ. რაც არ უნდა მოხდეს, იურგენს ჩემი სურვილით არ გავუშვებ!" - აცხადებს ვატცკე "შპორტ ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ,
რომ იურგენ კლოპი BVB-ს 2008 წლიდან წვრთნის და გასულ სეზონში "ბორუსიას" გერმანიის ჩემპიონობა მოაპოვებინა. დღეისათვის დორტმუნდულ კლუბთან კონტრაქტი იურგენსაც 2016 წლამდე აკავშირებს. მაინც რატომ აძლევს ვატცკე კლოპს ასეთ გარანტიას?

დორტმუნდის შეფი: "ჩვენ, კლუბის ხელმძღვანელები კლოპის შესაძლებლობებში აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ და დღესვე ვიცით, რომ მისი გაშვება არასდროს მოგვინდება. იურგენს ოთხი წელია ვიცნობ და ვიცი, როგორ მუშაობს. ჩვენ მას იმდენ დროს მივცემთ, რამდენიც უნდა."

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კლოპს გერმანიის მიუნხენის "ბაიერნში" ნაკრებში დაპატიჟებენ? ვატცკე: "2016 წლამდე არაფერი მოხდება, ეს უკვე ვიცი. იურგენს გერმანიის ნაკრებზეც ველაპარაკე და დამპირდა, რომ რაც არ უნდა ბევრი ეხვეწონ, მინიმუმ 2016 წლამდე დორტმუნდიდან არსად წავა. მას უნდა, რომ დორტმუნდში უდიდესი ეპოქა შექმნას."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული