"ბარსელონა" ანდრე ტერ შტეგენით დაინტერესდა?

AutoSharing Option
მიონხენგლადბახის "ბორუსიას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ოთხშაბათს გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრების კარი დაიცვა და მშრალად შეინახა - ახალგაზრდულმა ბუნდესგუნდმა ბერძენ თანატოლებთან საკვალიფიკაციო მატჩი 1:0 მოიგო.

ახალგაზრდა მეკარე გერმანიის ჩემპიონატშიც შესანიშნავად თამაშობს - "გლადბახს" "ბაიერნთან" ერთად ხომ ყველაზე ცოტა გოლი აქვს გაშვებული.

გერმანელი ექსპერტები 19 წლის მეკარეს უკვე მიიჩნევენ მანუელ ნოიერის კონკურენტად და უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

ესპანური გამოცემა "ელ მუნდო დეპორტივო" კი წერს, რომ ტერ შტეგენით თვით "ბარსელონაა" დაინტერესებული. ხსენებული გაზეთი ახალგაზრდა გერმანელ კიპერს "მომავლის მეკარედ" მოიხსენიებს და დარწმუნებით იუწყება, რომ ტერ
შტეგენის გვარი "ბარსას" დაკვირვების ქვეშ მყოფ ფეხბურთელებს შორის დიდ მოწინავე პოზიციაზე წერია.

"ელ მუნდო დეპორტივოს" ცნობით, კატალონიური გრანდი მიონხენგლადბახელს რამდენიმე თვეა აკვირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული