იურგენ კლოპი: შვიდი ქულა სერიოზული უპირატესობაა

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა "მაინცთან" (2:1) გამარჯვება შეაფასა.

"მატჩი უაღრესად დაძაბული და რთული გამოდგა. ბიჭები შესანიშნავად თამაშობდნენ, მაგრამ მომენტების უმეტესობა ვერ გამოიყენეს. ბოლოს გოლი გავუშვით და შესაძლო იყო მნიშვნელოვანი ქულები დაგვეკარგა. კარგია, რომ მოთამაშეებმა ზიდანის გოლის შემდეგ ანგარიშში უპირატესობა მალევე აღადგინეს.

ჯერჯერობით ჩემპიონობაზე არ ვფიქრობ. დიახ, შვიდი ქულა სერიოზული ჰანდიკაპია, მაგრამ შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. ასე რომ, ყოველ მატჩში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ", - თქვა კლოპმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული