ბრენუ დაბრუნებისთვის ემზადება

AutoSharing Option
"ბაიერნის" ცენტრალური მცველი ბრენუ გასულ სეზონში მიღებული ტრავმის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადის და იმედოვნებს, რომ მიუნხენური გრანდის სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრებას შეძლებს.

"ბაიერნის" დანარჩენ ცენტრალურ მცველებზე ნაკლები არაფრით ვარ და იმედია, ბოლოს და ბოლოს მოვახერხებ ჩემი შესაძლებლობების სრულად გამოვლენას. აღდგენითი პროცესი საუცხოოდ მიმდინარეობს, თანაც უკვე ოთხი კილოგრამის დაკლებაც მოვასწარი", - თქვა 20 წლის ბრაზილიელმა.

შეგახსენებთ, რომ ბრენუ "ბაიერნს" 2008 წლის იანვარში შეუერთდა, თუმცა მიუნხენური გუნდის შემადგენლობაში სტაბილური ადგილის მოპოვება ჯერჯერობით ვერ მოახერხა. გასული სეზონის მეორე ნახევარი სამხრეთამერიკელმა უკანახაზელმა იჯარის წესით "ნიურნბერგში"
გაატარა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
აუ არ ქვია ამ კაცს ბრენუ რა... ბრენოა, ბრენო!!!! ნუ ამახინჯებთ რა...

რომარიუ? რივალდუ? რონალდუ?
Germaneli
16:07 08-09-2010
0

სიახლეები პოპულარული