ბუნდესლიგა. პარასკევის მატჩის წინ: გააგრძელებს "შტუტგარტი" აღმაფრენას?

AutoSharing Option
ერთკვირიანი პაუზის შემდეგ ბუნდესლიგაში პარასკევის მატჩი დაბრუნდა: გერმანიის ჩემპიონატის 25-ე ტური დღეს "მერსედეს-ბენც-არენაზე" გასამართი მატჩით გაიხსნება, რომელშიც ძალიან კარგ ფორმაში მყოფი და ევროპის ლიგის საგზურისთვის მებრძოლი "შტუტგარტი" უმძიმესი წნეხის ქვეშ მოქცეულ "კაიზერსლაუტერნს" მასპინძლობს.

"შტუტგარტმა" ბოლო ტურებში საკუთარი თამაში იპოვა: ბრუნო ლაბადიას გუნდს უკანასკნელი ოთხი მატჩიდან სამი მოგებული აქვს და თანაც, ამ ოთხ შეხვედრაში შვაბებმა 15 გოლის გატანა მოახერხეს. აქედან, ბოლო ორი გამარჯვება ძალიან ხმაურიანი გამოუვიდათ: ჯერ "ფრაიბურგი" გაანადგურეს 4:1, მერე კი წინა ტურში "ჰამბურგს" სტუმრად 4:0 აგემ
ეს. განსაკუთრებით გემრიელი სწორედ ეს მოგება გახლდათ, რადგან "შტუტგარტმა" გასვლითი თამაშის მოგება ხანგრძლივი პაუზის შემდეგ შეძლო და თან საუკეთესო ექვსეულს, საიდანაც ევროპის ლიგაში გადიან, 4-ქულიან დისტანციამდე მიუახლოვდა.

ფაქტია, რომ ლაბადიას გუნდის ბოლოდროინდელი აღმაფრენა წინა ხაზის დამსახურებაა: "შტუტგარტს" 2012 წელს 18 გოლი აქვს გატანილი. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ 18 გოლიდან 8 ავსტრიელი ნახევარმცველის (!), მარტინ ჰარნიკის ანგარიშზეა. ჯამში კი ჰარნიკს უკვე 14 გოლი აქვს და ბომბარდირთა დავაშიც გამოჩნდა (საუკეთესოებს, მარიო გომესსა და კლაას-იან ჰუნტელაარს 4 გოლით ჩამორჩება). გატანა დაიწყო იანვარში "ჰოფენჰაიმიდან" ნაყიდმა ფორვარდმა ვედად იბიშევიჩმაც.

შედარებისთვის, "კაიზერსლაუტერნს" მთელი სეზონის განმავლობაში მხოლოდ 16 გოლი აქვს გატანილი და "ეშმაკებმა" მეტოქის კარის ბადე ვერც წინა ტურში შეარხიეს (0:0 "ვოლფსბურგთან"). მიუხედავად აღებული ქულისა, "ლაუტერნი" ბოლო ადგილზე დაქვეითდა და გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდი შანსია, რომ თუ 1. FCK დღესაც წააგებს, გუნდის ხელმძღვანელები მთავარ მწვრთნელ მარკო კურცს გაათავისუფლებენ.

9 მარტი
შტუტგარტი-კაიზერსლაუტერნი 23:30
პირველ წრეში: 2:0
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დელპიერი, აუდელი, ბა, ტრაორე - ბუგერა, კუემაა

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 24 17 4 3 52-16 55
2. ბაიერნი 24 15 3 6 51-16 48
3. ბორუსია (მ) 24 14 5 5 37-15 47
4. შალკე 24 14 2 8 51-32 44
5. ლევერკუზენი 24 11 7 6 36-29 40
6. ვერდერი 24 10 6 8 37-38 36
7. ჰანოვერი 24 8 11 5 30-32 35
8. შტუტგარტი 24 9 5 10 41-33 32
9. ნიურნბერგი 24 9 4 11 23-32 31
10. ჰოფენჰაიმი 24 7 9 8 27-28 30
11. ვოლფსბურგი 24 8 4 12 28-44 28
12. მაინცი 24 6 9 9 35-38 27
13. ჰამბურგი 24 6 9 9 28-42 27
14. კიოლნი 24 7 4 13 31-46 25
15. ჰერტა 24 5 8 11 26-40 23
16. აუგსბურგი 24 4 10 10 25-39 22
17. ფრაიბურგი 24 5 6 13 30-52 21
18. კაიზერსლაუტერნი 24 3 10 11 16-32 19

ბომბარდირები: 18 - გომესი (ბაიერნი), ჰუნტელაარი (შალკე); 16 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/), პოდოლსკი (კიოლნი); 15 - პისარო (ვერდერი); 14 - ჰარნიკი (შტუტგარტი); 13 - როისი (ბორუსია /მ/); 11 - აბდელაუ (ჰანოვერი), რაული (შალკე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული