ფრანც ბეკენბაუერი: მიუნხენის "ბაიერნის" მოთამაშეებს თავმდაბლობა არ აწყენდათ

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტი ფრანც ბეკენბაუერი "ჰოფენჰაიმთან" გამარჯვების შემდეგ ეიფორიაში ჩავარდნას არ აპირებს.

იუპ ჰაინკესის შეგირდებმა მეტოქე 7:1 დაამარცხეს.

"ბაიერნმა იმდენად კარგად ითამაშა, რამდენადაც ამის საშუალება მეტოქემ მისცა. "ჰოფენჰაიმმა" ამოცანა გაგვიადვილა. სწორედ ასევე მისცა ლევერკუზენის "ბაიერმა" ჩემპიონთა ლიგაში "ბარსელონას" უფლება, გაენადგურებინა.

"შალკესთან" "ბაიერნის" გამარჯვების შემდეგ გუნდს ბევრი აქებდა, მაგრამ შემდეგ დავმარცხდით.

თუ "ბაიერნი" ისევ არასტაბილურად ითამაშებს, ბუნდესლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში წარმატებული გამოსვლა უნდა დავივიწყოთ. გუნდის მოთამაშეებმა თავმდაბლობა უნდა გამოიჩინონ და უკეთ თამაშისკენ ისწრაფონ", - განაცხადა ბეკენბაუერმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული