ჰოლანდიელ ნახევარმცველს ახლანდელი ხელშეკრულება მიუნხენელებთან მომავალი წლის ზაფხულში უსრულდება. ბუნებრივია, "ბაიერნს" თავისი ლიდერის დაკარგვა არ უნდა, ამიტომ კონტრაქტის გაგრძელება გარდაუვალი ნაბიჯი იყო.
გერმანიის ვიცეჩემპიონმა 19 მარტს რობენთან ახალი ხელშეკრულების ყველა დეტალი შეათანხმა - ჰოლანდიელი "ბაიერნის" ღირსებას 2015 წლის ივნისამდე დაიცავს.
რობენი ახალ კონტრაქტს ხელს უახლოეს დღეებში მოაწერს.
მომზადებულია Lequipe-ის მიხედვით