დორტმუნდის "ბორუსიას" აღმასრულებელმა დირექტორმა ჰანს იოახიმ ვატცკემ განაცხადა, რომ კმაყოფილი მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება, თუ გუნდი ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონს პირველ ადგილზე დაასრულებს.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის დორტმუნდელები მიუნხენის "ბაიერნს" ხუთი ქულით უსწრებენ.
"ბუნებრივია, გვსურს გერმანიის ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ მოვიპოვოთ. ნებისმიერი სხვა შედეგი ჩვენთვის მიუღებელია. ჩემპიონატის დასრულებამდე 8 ტურით ადრე ხომ უახლოეს მეტოქეს 5 ქულით ვუსწრებთ", - განაცხადა ვატცკემ.
საინტერესოა, რომ ვატცკე საკუთარ თავს ეწინააღმდეგება. ცოტა ხნის წინ მან განაცხადა, რომ იმ შემთხვევაშიც კმაყოფილი იქნებოდა, თუ გუნდი ბუნდესლიგას მეორე ადგილზე დაასრულებდა.
16:29 20-03-2012
ჰანს იოახიმ ვატცკე: თუ დორტმუნდის "ბორუსია" ჩემპიონი ვერ გახდა, დიდი იმედგაცრუება იქნება
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული