მიროსლავ კლოზე: 2014 წლის მუნდიალი? შესრულებადი მისიაა

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების 33 წლის თავდამსხმელი მიროსლავ კლოზე უკვე ბრაზილიაში გასამართ 2014 წლის მუნდიალზე ფიქრობს.

მიროსლავ კლოზეს მსოფლიოს ჩემპიონატებზე 14 გოლი აქვს გატანილი, რაც რეკორდსმენ რონალდოს გოლებზე ერთით ნაკლებია. თუ კლოზე მსოფლიოს მომავალ ჩემპიონატზე თამაშს შეძლებს, შედეგიანობის მხრივ ახალი რეკორდის დამყარების შანსი ექნება.

"თუ ჯანმრთელობა საშუალებას მომცემს, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი ბრაზილიაში ჩემთვის რეალური მიზანი ჩანს", - ამბობს კლოზე.

ვეტერანმა ფორვარდმა, რომელმაც გერმანიის ნაკრებში 114 მატჩი ითამაშა და 63 გოლი გაიტანა, ახლანდელი ბუნდესგუნდიც შეაქო.

"ჩვენი ნაკრები უფრო მრავალმხრივი გახდა, სხვადასხვა ტაქტიკის
გამოყენება შეგვიძლია. ტონი კროოსი, ბასტიან შვაინშტაიგერი, მესუთ იოზილი - ისინი მრავალმხრივი და უნივერსალური ფეხბურთელები არიან", - აღნიშნა რომის "ლაციოს" ფორვარდმა.

მომზადებულია 11Freunde-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული