პროტესტი! ათასხუთასმა ფანმა ბილეთები უკან დააბრუნა

AutoSharing Option
ბევრი ახსნა არ სჭირდება იმას, თუ რას ნიშნავს დორტმუნდის "ბორუსიას" ქომაგებისთვის "შალკესთან" მატჩი - რურის დიდი დერბი, რომელიც არა მარტო გერმანული ან ევროპული, არამედ მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი მშვენებაა. ახლა წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს რომელიმე კლუბის ფანებისთვის დერბიზე დასწრება...

მოკლედ, დორტმუნდული კლუბის 1500-მა ფანმა ბუნდესლიგის მეოთხე ტურში გასამართი დერბის ბილეთები უკან დააბრუნა, რითაც ვესტფალიელებმა დანაპირები შეასრულეს: ამით ისინი "შალკეს" ბოიკოტს უცხადებენ. ბოიკოტის მიზეზი კი, როგორც ადრეც ვწერდით, ის არის, რომ "შალკემ" დერბისთვის (მატჩი გელზენკირხენში უნდა შედგეს) ბილეთებს ძალიან ძვირი ფასი დაადო (ფასი
50 პროცენტით გაიზარდა). დორტმუნდელი ქომაგების განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ არ სურთ, ჰუნტელაარის, რაულის და "შალკეს" მიერ შეძენილი სხვა ძვირადღირებული ფეხბურთელების ტრანსფერები დააფინანსონ.

"შალკეს" ბილეთების გაყიდვების მენეჯერი მათიას ნავერსნიკი დეპრესიაშია, იძულებულები გავხდით, 50 000 ევრო დაგვებრუნებინაო. "დორტმუნდის" ხელმძღვანელებმა კი თავიანთ ფანებს მხარი დაუჭირეს და "შალკესგან" მიღებული უფასო ბილეთებიც გელზენკირხენში დააბრუნეს. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ 19 სექტემბერს, "აუფ შალკეზე" სტუმარი გუნდის ტრიბუნა ცარიელი (!) იქნება, რადგან "შალკე" უსაფრთხოების მიზნით, უკანდაბრუნებული ბილეთების გაყიდვას არ აპირებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული