მარიო გიოტცეს ახალი კონტრაქტი

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" 19 წლის გამთამაშებელმა მარიო გიოტცემ, რომლის გადაბირებაც ევროპის თითქმის ყველა სუპერგრანდს სურს, გერმანიის ჩემპიონთან კონტრაქტი 2016 წლამდე გააგრძელა. ეს ინფორმაცია "ბორუსიამ" გუშინ გაავრცელა.

"ყველამ იცის, რაოდენ კარგად ვგრძნობ თავს დორტმუნდში. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღება ნამდვილად არ გამიჭირდა," - უთხრა გიოტცემ ჩვენს გერმანელ კოლეგებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მარიო უარით ისტუმრებს ისეთ გიგანტებს, როგორებიც არიან: "მანჩესტერ იუნაიტედი", "იუვენტუსი", "ინტერი", "არსენალი" და სხვები...

გიოტცესთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებით უაღრესად კმაყოფილია "დორტმუნდის" გენერალური მენეჯერი ჰანს-იოახიმ ვატცკე, რომელიც მარიოსთან მოლაპარაკებებს უშუალოდ ხელმძღვანელობდა.

შეგახსენებთ, რომ
გერმანული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავს ტრავმის გამო სამი თვეა ფეხბურთი არ უთამაშია. გუშინ კი მსუბუქი დატვირთვით ვარჯიში განაახლა. გიოტცე მოედანს 11 აპრილს, "ბაიერნთან" უმნიშვნელოვანეს მატჩში დაუბრუნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული