ყველაფერი იმით დაიწყო, რომ პარასკევს "შალკე" "ჰოფენჰაიმთან" დამარცხდა. თვითონ ფაქტი გამაოგნებელი არ არის, ფორმა კი, მართლაც საოცარია: ჰუნტელაარით, ხურადოთი და პლესტანით გაძლიერებულმა "შალკემ" "ჰოფეს" აბსოლუტურად ვერაფერი დაუპირისპირა. ფელიქს მაგათის გუნდი პირველიდან ბოლო წუთამდე ქაოტური, დაულაგებელი და მოკლედ რომ ვთქვათ აჭრილი იყო, რაც აისახა კიდეც საბოლოო
ჰუნტელაარზე აუგს ვერ ვიტყვით - გელზენკირხენული კლუბის ჰოლანდიელ ახალწვეულს ცუდად არ უთამაშია და სადებიუტო შეხვედრაში გოლის გატანაც რამდენჯერმე შეეძლო (ერთხელ ბურთი ძელს მოარტყა), მაგრამ მატჩის შემდეგ გულახდილად თქვა, არასწორად ვთამაშობთ, უაზროდ ბევრ გრძელ პასს ვაკეთებთო. დაგვეთანხმებით, ეს კრიტიკაა, თანაც უშუალოდ მწვრთნელისკენ მიმართული. ფელიქს მაგათს "ტირილი" არ დაუწყია და არც ჰუნტელაარისთვის გაუცია პასუხი, ის კი თქვა, რომ მასსა და ფეხბურთელებს შორის დღეს-ხვალ ძალიან სერიოზული საუბარი უნდა შედგეს.
მოსალოდნელიც იყო, რადგან "შალკესთვის" ეს კვირა უმნიშვნელოვანესია: ხვალ "ხუმარები" ჩემპიონთა ლიგაში თამაშობენ (ლიონში ჩადიან), მომავალ უქმეებზე კი დორტმუნდის "ბორუსიასთან" რურის დიდი დერბი მოუწევთ.
"ლიონში არ უნდა შევრცხვეთ, "დორტმუნდს" კი აუცილებლად უნდა მოვუგოთ. ამიტომაც, ფეხბურთელებთან სერიოზული საუბარი მექნება. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება," - ეს მაგათის სიტყვებია.
ფაქტია, რომ სტივ მაკლარენს ბუნდესლიგაში, კერძოდ "ვოლფსბურგში" მუშაობა სულ სხვანაირად წარმოედგინა - ყოველ შემთხვევაში, მუშაობის პირველი ეტაპი მაინც. გერმანიაში სამუშაოდ ჩასული პირველი ინგლისელი სპეციალისტი "მგლების" ხელმძღვანელებმა "ხელის გულზე ატარეს" - ლიდერები შეუნარჩუნეს, ახალი ფეხბურთელები მიჰგვარეს, მაგრამ "ვოლფსბურგმა" სამივე თამაში წააგო და სტივს ახლა პრობლემა აქვს. თანაც, სერიოზული პრობლემა! "ვოლფსბურგი" შაბათს დორტმუნდში დაეცა: "ბორუსიამ" მეტოქე ყველა ასპექტში დაჯაბნა, ნური შაჰინმა კი ისეთი გოლი გაიტანა, ავ თვალს რომ არ დაენახვებოდა.
ეფექტური გოლი გამოუვიდა ახალგაზრდა იაპონელ ნახევარმცველ შინჯი კაგავასაც, რომელიც თუ ასე გააგრძელებს, სულ მალე მისი ფასი მინიმუმ 10 მილიონამდე გაიზრდება. შეგახსენებთ, რომ "ბორუსიამ" კაგავა ივლისში სულ რაღაც 350 000 ევროდ იყიდა. "ვოლფსბურგმა" კი ზაფხულში ახალ ფეხბურთელებში 39 მილიონი დახარჯა. "მგლებმა" მარტო დიეგოში 15 მილიონი გადაიხადეს და ამ უკანასკნელმა შაბათს მხოლოდ იმით მიიქცია ყურადღება, რომ "ბორუსიას" კაპიტან სებასტიან კელს ფეხი უშნოდ მოუქნია და წითელ ბარათს იმსახურებდა (მხოლოდ ყვითელი აკმარეს).
"შტუტგარტს" კი უფრო ცუდად აქვს საქმე - კრისტიან გროსის გუნდი ფრაიბურგში დამარცხდა (1:2) და კრიზისი გაიღრმავა. შვაბების იტალიელი ახალწვეული მაურო კამორანეზი ძირითად შემადგენლობაში იყო გამწესებული, მაგრამ მოედანზე სახეირო ვერაფერი გააკეთა და გროსმა მეორე ტაიმში შეცვალა. შევეშვათ კრიზისში მყოფ სამეულს. რა დაემართა "ჰამბურგს" - არმინ ფეეს ბიჭები ხომ მაინც არიან კარგ ფორმაში? შაბათს ზე რობერტოც მოედანზე იყო და რუუდ ვან ნისტელროიც, მაგრამ HშV-მ ნიურნბერგს ვერაფერი მოუხერხა (1:1). შესაბამისად, ჩრდილოელებმა ლიდერებში ადგილი დაკარგეს.
...და "ჰამბურგსაც" რომ თავი დავანებოთ (ნიურნბერგთან ფრე არ არის კატასტროფა), ტურის მთავარი სიურპრიზი "აინტრახტმა" შემოგვთავაზა. სხვა დროს ფრანკფურტელებისგან მიონხენგლადბახის "ბორუსიასთან" გამარჯვება ასე ძალიან არ გაგვიკვირდებოდა, მაგრამ ნამდვილად არ ველოდით, რომ "ლევერკუზენში" ნაჩვენები ზღაპრული ფეხბურთის შემდეგ (6:3), "გლადბახი" საკუთარ მოედანზე, მანამდე უქულო "აინტრახტთან" 0:4 განადგურდებოდა.
საბერძნეთის ნაკრებიდან წამოსულმა თეოფანის გეკასმა დუბლი შეასრულა და მატჩის შემდეგ თქვა, ხომ ნახეთ, გოლების გატანა არ დამვიწყებიაო. მიონხენგლადბახელმა ფანებმა კი ეს სირცხვილი როგორღაც გადაიტანეს - თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ბოლოს მოედანზე მთვრალი ქომაგი შევარდა, შარვალი ჩაიხადა და "პასპორტის" დემონსტრირებას მოჰყვა...
"ჰანოვერმა" რიგით მესამე "სასწაული" ვეღარ მოახდინა: "წითლები" "ლევერკუზენთან" ფრეს (2:2) დასჯერდნენ, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, კაცნაკლულები 2:0-ს იგებდნენ და "ბაიერს" ქულა ბოლო წუთზე პატრიკ ჰელმესმა გადაურჩინა. თუმცა "ლევერკუზენის" თავკაც იუპ ჰაინკესს ორი ქულის დაკარგვაზე მეტად იმაზე დასწყდებოდა გული, რომ მიხაელ ბალაკმა საკმაოდ სერიოზული ტრავმა მიიღო და პირველი დიაგნოზის თანახმად, მინიმუმ 6 კვირა დაისვენებს.
"ბაიერნისა" და "ვერდერის" დაპირისპირება, რომელსაც უდიდესი მონდომებით ველოდით, არ გამოვიდა ისეთი, როგორიც თითქმის ყოველთვის გამოდის ხოლმე. უგოლო ფრე და არცერთი გაფრთხილება: ბუნდესლიგის ახალ სეზონში ასეთი უღიმღამო მატჩი პირველად შედგა და ისიც ისეთ გუნდებს შორის, რომლებიც ერთმანეთთან თამაშისას ყოველთვის სპექტაკლებს დგამენ ხოლმე.
რეკორდმაისტერმა ფრანც ბეკენბაუერს დაბადების დღეზე (კაიზერი 65 წლის გახდა) ყვავილების გარდა ვერაფერი აჩუქა. საინტერესო კი ისაა, რომ მიუნხენურ გრანდს უკვე 180-წუთიანი უგოლო სერია აქვს. შესაძლოა, უგოლო ფრე და დუნე ფეხბურთი იმის ბრალიც იყოს, რომ "ვერდერსაც" და "ბაიერნსაც" ჩემპიონთა ლიგაში აქვთ სათამაშო და ძალები შემოინახეს. ასეა თუ ისე, ფაქტი ის არის, რომ "ბაიერნსაც" და "ვერდერსაც" ახალ სეზონში არასახარბიელო სტარტი გამოუვიდათ: 4 ქულა 3 ტურის შემდეგ და უკვე 5-ქულიანი ჩამორჩენა ლიდერებთან - ცხადია, ლუის ვან გაალი და თომას შააფი სხვანაირ დასაწყისს ნატრობდნენ.
სანამ გრანდებს სძინავთ, "პატარები" ზეიმობენ. გუშინ, ლიდერ "ჰოფენჰაიმს" "მაინციც" გვერდში ამოუდგა: თომას ტუხელის აღტკინებულმა ბიჭებმა "კაიზერსლაუტერნს" თამაში მეორე ტაიმში შემოუტრიალეს და ახლა ჯუჯა "მაინცსაც" ასპროცენტიანი შედეგი აქვს, ამაზე უკეთეს სტარტს კი ამ კარნავალის ქალაქში ვერავინ ინატრებდა. ტუხელის ბიჭებმა ორი გოლი ორ წუთში გაიტანეს, გამარჯვებისა და კი ახალგაზრდა ვარსკვლავმა ანდრე შიურლემ შეაგდო, რომლის შესახებაც შაბათის ნომერში ვწერდით - მას გრანდები ეპატიჟებიან. "კიოლნმა" კი "ზანკტ პაული" დაამარცხა (1:0) და პირველი ქულები აიღო. ასე რომ, უქულოდ "მარტო" "შტუტგარტი", "შალკე" და "ვოლფსბურგი" არიან...
ჰოფენჰაიმი-შალკე 2:0
ჰოფენჰაიმი (4-3-3): შტარკე 2 - ბეკი 2.5, შიმუნიჩი 3.5, ვორსა 2.5, კომპერი 3 - ვაისი 3.5 (89. რუდი), ლუის გუსტავო 2, სალიჰოვიჩი 2.5 - მლაპა 4 (68. ვუკჩევიჩი 3.5), იბიშევიჩი 3.5, ბა 3 (77. სიგურდსონი).
შალკე (4-2-3-1): ნოიერი 2.5 - მეტცელდერი 5 (46. მატიპი 4), ჰიოვედესი 3, პლესტანი 4, შარპეი 4 - ჯონსი 4, რაკიტიჩი 4 (79. ხურადო) - მორიტცი 3.5, რაული 4, ედუ 5 (46. ბაუმიოჰანი 5) - ჰუნტელაარი 3.5.
გოლები: 1:0 ვორსა (37), 2:0 სალიჰოვიჩი (93)
გაფრთხილება: 1-1; დარტყმა: 23(8)-14(5); ჯარიმა: 18-16; კუთხური: 3-6; ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 30 150
ბორუსია (დ)-ვოლფსბურგი 2:0
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი 3.5 - ოვომოიელა 2.5, სუბოტიჩი 3, ჰუმელსი 2.5, შმელცერი 3 - კელი 2.5 (72. ს. ბენდერი), ნ. შაჰინი 1.5 - ბლაშჩიკოვსკი 3 (76. გიოტცე), კაგავა 2, გროსკროიტცი 2.5 (85. პიჟჩეკი) - ბარიოსი 3.
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო 2.5 - ჯონსონი 4.5, ბარძალი 5, კიაერი 4.5, მ. შეფერი 5 - ჟოსუე 4.5, სისერო 5 (53. ჰასებე 4.5) - ზიანი 5 (72. დეჟაგა), დიეგო 5, მანჯუკიჩი 4.5 (77. გრაფიტე) - ჯეკო 4.
გოლები: 1:0 ნ. შაჰინი (50), 2:0 კაგავა (67)
გაფრთხილება: 2-3; დარტყმა: 20(10)-6(1); ჯარიმა: 18-23; კუთხური: 4-0; ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 73 600
ჰამბურგი-ნიურნბერგი 1:1
ჰამბურგი (4-2-2-2): ფ. როსტი 3.5 - დემელი 3, ვესტერმანი 4, მატიისენი 3.5, იანსენი 3.5 - იაროლიმი 3 (86. კაჩარი), ზე რობერტო 3.5 - პიტროიპა 4 (86. ჩუპო-მოტინგი), ტროხოვსკი 5 (56. ელია 3) - გერერო 3.5, ვან ნისტელროი 4.5.
ნიურნბერგი (4-1-4-1): რ. შეფერი 3 - იუდტი 3, ნილსონი 2.5, ვოლფი 3, პინოლა 3.5 - სიმონსი 3 - აიგლერი 3.5, კოენი 3 (80. ვიდოშიჩი), გიუნდოგანი 4.5 (69. ჰეგელერი 3.5), ბუნიაკუ 5 (69. ფრანტცი 3.5) - შიბერი 3.
გოლები: 1:0 მატიისენი (61), 1:1 პინოლა (82-პენ)
გაფრთხილება: 3-3; დარტყმა: 7(2)-10(3); ჯარიმა: 12-18; კუთხური: 4-2; ბურთის ფლობა: 76%-25%.
მაყურებელი: 54 099
ბორუსია (მ)-აინტრახტი 0:4
ბორუსია მ. (4-2-2-1-1): ბეილი 5 - ლეველსი 5, ბრუვერსი 5.5, დანტე 5.5, დემსი 6 - ბრედლი 5, ნოიშტედტერი 5.5 (57. ბობადილია 4.5) - ჰერმანი 5 (80. მეეუვისი), არანგო 5 - როისი 4.5 _ იდრისუ 5.
აინტრახტი (4-1-2-2-1): ნიკოლოვი 2.5 - იუნგი 2.5, ფრანცი 3, რუსი 3, ცაველასი 2.5 - შვეგლერი 2 (89. კლერკი) - ა. მაიერი 2.5 (86. კაიო), ჰალილ ალთინთოფი 3 - ოხსი 2.5, კიოლერი 2 - გეკასი 1.5 (79. კრისი).
გოლები: 0:1 კიოლერი (24), 0:2 გეკასი (36), 0:3 ოხსი (50), 0:4 გეკასი (64)
გაფრთხილება: 3-2; დარტყმა: 16(5)-11(6); ჯარიმა: 18-12; კუთხური: 9-6; ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 45 315
ფრაიბურგი-შტუტგარტი 2:1
ფრაიბურგი (4-1-3-2): ბაუმანი 2 - მუიჯა 3.5, ბართი 4.5, ბუტშერი 2.5, ბასტიანსი 3 - შუსტერი 2.5 - აბდესადკი 3.5, მაკიადი 3.5, იეგერი 3 (49. ნიკუ 3.5) - რაიზინგერი 4.5 (57. იანო 3.5), სისე 2 (83. ტოპრაკი).
შტუტგარტი (4-2-2-2): ულრაიხი 4 - ტრეში 4, ნიდერმაიერი 3.5, ტასკი 4.5, მოლინარო 5 - კუჟმანოვიჩი 4.5, გენტნერი 4 - კამორანეზი 4 (61. გებჰარდტი 4), დიდავი 3.5 (76. ბოკა) - პოგრებნიაკი 3.5 (76. ჰარნიკი), კაკაუ 3.5.
გოლები: 0:1 პოგრებნიაკი (27), 1:1 სისე (58), 2:1 შუსტერი (71)
გაფრთხილება: 1-1; დარტყმა: 19(5)-18(8); ჯარიმა: 20-17; კუთხური: 6-7; ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 23 000
ჰანოვერი-ლევერკუზენი 2:2
ჰანოვერი (4-2-2-2): ფრომლოვიტცი 3.5 - ჩერუნდოლო 3.5, ჰაგი 2.5, პოგატეცი 5, კ. შულცი 3 - შმიდებახი 3.5 (84. ჩაჰედი), პინტუ 2.5 (71. შტინდლი) - შტოპელკამპი 3.5, რაუში 3.5 - ია კონანი 2.5, აბდელაუ 2.5 (69. ჯაპკა 4).
ლევერკუზენი (4-2-2-2): ადლერი 3.5 - კასტრო 4, მ. ფრიდრიხი 4.5, ჰიიპია 5 (60. რაინარტცი 3), კადლეცი 3.5 - ვიდალი 3.5, ბალაკი 3.5 (31. ლ. ბენდერი 4) - რენატო 3.5, სემი 4.5 (60. დერდიოკი 2.5) - ჰელმესი 3, კისლინგი 4.5.
გოლები: 1:0 ია კონანი (20), 2:0 აბდელაუ (50), 2:1 დერდიოკი (62), 2:2 ჰელმესი (90)
გაძევება: პოგატეცი (36. ჰანოვერი)
გაფრთხილება: 3-4; დარტყმა: 9(3)-12(4); ჯარიმა: 18-14; კუთხური: 6-5; ბურთის ფლობა: 27%-73%.
მაყურებელი: 40 852
ბაიერნი-ვერდერი 0:0
ბაიერნი (4-2-3-1): ბუტი 2 - ლამი 3.5, ვან ბუიტენი 4 (73. დემიკელისი), ბადშტუბერი 3.5, კონტენტო 3 - შვაინშტაიგერი 3.5, ვან ბომელი 3 - თ. მიულერი 4, კლოზე 5 (46. კროოსი 3), რიბერი 3 - ოლიჩი 5 (78. გომესი).
ვერდერი (4-2-3-1): ვიზე 2 - ფრიტცი 3.5, პრიოდლი 3, პასანენი 2.5, სილვესტრი 4 - ბარგფრედე 3.5, ფრინგსი 4 - მარინი 2.5 (85. უგო ალმეიდა), ვესლი 3 (69. ბოროვსკი 3.5), ჰანტი 3.5 (91. დ. იენსენი) - არნაუტოვიჩი 2.5.
გაფრთხილება: 0-0; დარტყმა: 14(7)-13(3); ჯარიმა: 14-13; კუთხური: 11-4; ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 69 000
მაინცი-კაიზერსლაუტერნი 2:1
მაინცი (4-3-1-2): ვეტკლო - ზაბავნიკი (46. ჰელერი), ბუნგერტი, ნოვესკი, ფუხსი - კარჰანი, პოლანსკი, სოტო - ჰოლტბი - ალაგუი (46. შიურლე), რაზმუსენი (62. შალაი).
კაიზერსლაუტერნი (4-2-2-2): ზიპელი - დიკი (81. ვალხი), ამედიკი, როდნი, იესენი - ბილეკი, ტიფერტი - კირხი, რივიჩი (58. ამრი) - ჰოფერი (68. ნემეცი), ლაკიჩი.
გოლები: 0:1 ლაკიჩი (20), 1:1 ბუნგერტი (71), 2:1 შიურლე (73)
გაფრთხილება: 1-5; დარტყმა: 16(5)-10(4); ჯარიმა: 12-25; კუთხური: 2-7; ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 20 300
კიოლნი-ზტ. პაული 1:0
კიოლნი (4-1-4-1): მონდრაგონი - ანდრეზინიო, ჟერომელი, პეცონი, ერეთი - პეტიტი - ფრაისი, იალსინი (81. ლანიგი), ჟაჟალო (70. მატუშიკი), კლემენსი (76. იონიტა) - პოდოლსკი.
ზტ. პაული (4-2-3-1): კესლერი - როთენბახი, სამბრანო, თორანდტი, ოჩიპკა - ბოლი (80. სუკუტა-პასუ), მ. ლემანი - ჰენინგსი (73. ბრუნსი), ტაკიი (66. ბარტელსი), კრუსე - ებერსი.
გოლი: 1:0 იალსინი (17)
გაფრთხილება: 3-1; დარტყმა: 15(6)-11(1); ჯარიმა: 19-15; კუთხური: 6-10; ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 50 000
თ მ ფ წ ბ ქ
1. ჰოფენჰაიმი 3 3 0 0 7-1 9
2. მაინცი 3 3 0 0 8-4 9
3. ჰამბურგი 3 2 1 0 6-3 7
4. ჰანოვერი 3 2 1 0 6-4 7
5. კაიზერსლაუტ. 3 2 0 1 6-3 6
6. ბორუსია (დ) 3 2 0 1 5-3 6
7. ფრაიბურგი 3 2 0 1 5-5 6
8. ლევერკუზენი 3 1 1 1 7-8 4
9. ბორუსია (მ) 3 1 1 1 7-8 4
10. ვერდერი 3 1 1 1 5-6 4
11. ბაიერნი 3 1 1 1 2-3 4
12. აინტრახტი 3 1 0 2 6-4 3
13. ზტ. პაული 3 1 0 2 3-3 3
14. კიოლნი 3 1 0 2 4-7 3
15. ნიურნბერგი 3 0 2 1 3-4 2
16. ვოლფსბურგი 3 0 0 3 4-8 0
17. შალკე 3 0 0 3 2-6 0
18. შტუტგარტი 3 0 0 3 2-7 0ბომბარდირები: 4 - სისე (ფრაიბურგი), ლაკიჩი (კაიზერსლაუტერნი); 3 - ჯეკო (ვოლფსბურგი), ვან ნისტელროი (ჰამბურგი); 2 - აბდელაუ (ჰანოვერი), არნაუტოვიჩი (ვერდერი), დერდიოკი (ლევერკუზენი), ფრინგსი (ვერდერი), ჰერმანი (ბორუსია მ), გეკასი (აინტრახტი).