რობინ დუტი ლევერკუზენის "ბაიერის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. 47 წლის სპეციალისტთან ერთად გუნდს მისი თანაშემწეები დანირ ბურიჩი და მარკ ლაგნერიც დატოვებენ.
სამწვრთნელო შტაბი "ფრაიბურგთან" (0:2) ბუნდესლიგის 28-ე ტურში დამარცხების შემდეგ დაითხოვეს.
სულ მცირე მიმდინარე სეზონის ბოლომდე გუნდს მისი ყოფილი მცველი სემი ჰიიპია და ახალგაზრდული გუნდის თავკაცი საშა ლევანდოვსკი გავწვრთნიან.