რაული: მადროვეთ!

AutoSharing Option
ვეტერან ესპანელ გოლეადორ რაულს ჯერაც ვერ გადაუწყვეტია, დათანხმდეს თუ არა "შალკეს" ხელმძღვანელების პირობებს და მოაწეროს თუ არა ხელი იმ კონტრაქტს, რომელიც მას "შალკეს" შეფებმა შესთავაზეს.

მარტის დასაწყისში მას გელზენკირხენელებმა კონკრეტული წინადადებით მიმართეს, ოღონდ მხოლოდ ერთწლიანი ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზეს. 34 წლის ესპანელს კი, მინიმუმ, ორწლიანი კონტრაქტის გაფორმება უნდა. წინა კვირაში, "ბილბაოსთან" მატჩის წინ, "შალკეს" ბოსები კიდევ ერთხელ შეხვდნენ რაულის მრჩეველს, მაგრამ მასთან კონსენსუსს მაინც ვერ მიაღწიეს.

"ჯერჯერობით არათუ არაფერი გადაწყვეტილა, ტენდენციაც კი არ შეინიშნება," - აცხადებს "შალკეს" მენეჯერი ჰორსტ ჰელდტი. მისი
თქმით, რაულმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვა, ოღონდ არ დაუკონკრეტებია, როდის მიიღებს გადაწყვეტილებას. ჰელდტი არც იმას გამორიცხავს, რომ რაულმა საბოლოო პასუხი სეზონის დასრულების შემდეგღა თქვას.

"შალკესთვის" კარგი არგუმენტია ის, რომ გელზენკირხენელებს მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაში თამაში, პრაქტიკულად, გარანტირებული აქვთ - რაულსაც ეს უნდა. პრობლემა მხოლოდ ის არის, რომ გელზენკირხენელები ესპანელს მხოლოდ ერთწლიან კონტრაქტს სთავაზობენ და ხელფასსაც მნიშვნელოვნად უმცირებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული