MARCA: რაული ყატარში მიდის!

AutoSharing Option
ესპანური მედიის ცნობით, რაული "შალკესთან" ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს და ზაფხულში ყატარში გადავა.

ეს ინფორმაცია "მარკამ" გაავრცელა - ჩვენი ესპანელი კოლეგები სანდრო წყაროზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ 34 წლის თავდამსხმელს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, მაგრამ არ ახმაურებს, რათა "შალკეს" ფანებს სეზონის ბოლომდე გული არ დასწყვიტოს.

როგორც იცით, გელზენკირხენულმა კლუბმა რაულს კონტრაქტის მხოლოდ ერთი წლით გაგრძელება შესთავაზა და ხელფასსაც აკლებს, თავად ესპანელს კი მინიმუმ ორწლიანი ხელშეკრულების გაფორმება უნდა, რის გამოც მოლაპარაკებები გაიწელა და დღემდე უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას გონსალეს ბლანკო.

გერმანული პრესა
წერს, რომ ყოფილმა თანაგუნდელებმა ფაბიო კანავარომ და ფერნანდო იერომ რაულს ყატარში გადასვლა არაერთხელ ურჩიეს.

თვითონ ესპანელმა, "ბილბაოსთან" საპასუხო მატჩის შემდეგ თქვა, გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიმიღია, ამ ეტაპზე მთავარი ის არის, რომ "შალკემ" მესამე ადგილი დაიკავოსო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რაულია, წაი ბიძია სახლში.
ბანდერა
21:22 07-04-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული