მიუნხენის "ბაიერნის" მცველ ბრენოს 1-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ბრაზილიელ მცველ ბრენოს, რომელიც საკუთარი სახლის განზრახ დაწვაშია ბრალდებული, 1-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს პროკურორებმა, რომლებიც საქმეს აწარმოებენ. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება სასამართლო პროცესი.

ბრაზილიელის მიუნხენში მდებარე ვილაში ხანძარი შარშან სექტემბერში გაჩნდა. თავად ბრენო კვამლით მოიწამლა. გამოძიებამ ცეცხლის შემთხვევით გაჩენა გამორიცხა. ვარაუდობენ, რომ ფეხბურთელი ხანძრის განზრახ გაჩენით სადაზღვევო კომპანიისგან ფულის მიღებას ეშურებოდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული