"წაგებამ ძალიან დამამწუხრა. ამის გამოსახატავად სიტყვები არ მყოფნის.
სანამ პენალტს შევასრულებდი, 100 პროცენტით ვიყავი საკუთარ თავში დარწმუნებული. ბოლო სამი წლის განმავლობაში 10 თუ 11 პენალტი დავარტყი და ყველა შედეგიანად, მაგრამ ამჯერად არ გამიმართლა.
"ბორუსიამ" წინ დიდი ნაბიჯი გადადგა. შეიძლება ითქვას, დორტმუნდელები უკვე ჩემპიონები არიან", - თქვა რობენმა.
მომზადებულია AP-ის მიხედვით