როგორი იქნება "დორტმუნდი" გაისად?

AutoSharing Option
დორტმუნდელებმა გერმანიის ჩემპიონობა ქრონოლოგიურად ასე იზეიმეს: ჯერ მოედანზე, მერე გასახდელში, მერე იტალიურ რესტორანში და ბოლოს კლუბში.

კვირას და ორშაბათს ჩემპიონებმა დაისვენეს და დღეიდან საქმეს შეუდგებიან. საქმე კი დორტმუნდელებს ცოტა ნამდვილად არ აქვთ. 12 მაისს გერმანიის თასის ფინალია, რომელშიც "ბაიერნს" ხვდებიან, მერე კი არაერთი საკადრო საკითხი ექნებათ გადასაჭრელი - ზაფხულის მერე BVB-ს ახალი სეზონი და ჩემპიონთა ლიგა ელის.

მომავალი სეზონისთვის "დორტმუნდს" ორი ფეხბურთელი უკვე დაბევებული ჰყავს: მარკო როისი მიონხენგლადბახის "ბორუსიადან" გადმოვა (ფასი: 17.5 მილიონი ევრო), ლეონარდო ბიტენკური კი მეორებუნდესლიგური "კოტბუსიდან" (3
მილიონი). თითქმის გადაწყვეტილია, რომ კლუბს ფლორიან კრინგე, ანტონიო და სილვა, ფელიპე სანტანა და ლუკას ბარიოსი დატოვებენ. ამათგან "დორტმუნდი" ახალი ფეხბურთელებით მხოლოდ სანატანას და ბარიოსს შეცვლის - კრინგე და და სილვა კი კლოპს აღარ სჭირდება.

ტოტალური გაურკვევლობა მხოლოდ იაპონელი გამთამაშებლის, 23 წლის შინჯი კაგავას გარშემოა. "ბორუსიას" ხელმძღვანელებმა მას ახალი კონტრაქტი შესთავაზეს და ხელფასის გაორმაგებას (მილიონნახევრიდან სამ მილიონამდე) შეჰპირდნენ, მაგრამ კაგავა, რომელსაც ამ სეზონში 13 გოლი აქვს გატანილი და "დორტმუნდის" ჩემპიონობის ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედია, ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ ჩქარობს. ამის მიზეზი ისაა, რომ მისით დაინტერესებას "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი" იჩენენ.

32-ე ტურის სიმბოლური ნაკრები (კიკერი)
ფეხბურთელი კლუბი ს. მ. რ.
1. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ბორუსია (მ) 3
2. პედრო ჟერომელი კიოლნი 1
3. მარსელ შმელცერი ბორუსია (დ) 3
4. მარტინ ლანიგი კიოლნი 1
5. მატს ჰუმელსი ბორუსია (დ) 7
6. ელკინ სოტო მაინცი 1
7. იაკუბ ბლაშჩიკოვსკი ბორუსია (დ) 4
8. ფრანკ რიბერი ბაიერნი 10
9. ენდრიუ ვოოტენი კაიზერსლაუტ. 1
10. კლაას-იან ჰუნტელაარი შალკე 8
11. კაკაუ შტუტგარტი 1

შენიშვნა: ს. მ. რ. - სიმბოლურში მოხვედრების რაოდენობა

ტურის გმირი
ფრანკ რიბერი (ბაიერნი, IV)

"ბაიერნი" "ვერდერს" მეორე შემადგენლობით ეთამაშებოდა და ბრემენელებს ეგონათ, რომ რეკორდმაისტერს იოლად დაამარცხებდნენ. იგებდნენ კიდეც, მაგრამ მერე იუპ ჰაინკესმა მოედანზე ფრანკ რიბერი შეიყვანა, რომელმაც 26 წუთში "ვერდერის" დაცვას არაერთხელ დასცა თავზარი, ბოლოს კი გაიტანა უაღრესად ეფექტური გოლი, რომლითაც "ვერდერი" ისევ მშრალზე დარჩა, "ბაიერნმა" კი ბრემენიდან სამი ქულა წაიღო და დორტმუნდის "ბორუსიას" ჩემპიონობა სამი საათით გადადო. ეს ფრანგისთვის მე-12 გოლი გახლდათ, რითაც მან ბუნდესლიგაში თავისი ახალი ტოპ-მაჩვენებელი დააფიქსირა.

საუკეთესო ფეხბურთელები
32 ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება
1. მარკო როისი ბორუსია (მ) 2.60
2. ბერნდ ლენო ლევერკუზენი 2.65
3. მატს ჰუმელსი ბორუსია (დ) 2.66
4. ფრანკ რიბერი ბაიერნი 2.67
5. რონ-რობერტ ცილერი ჰანოვერი 2.77
6. სებასტიან კელი ბორუსია (დ) 2.78
7. რომან ვაიდენფელერი ბორუსია (დ) 2.79
8. როელ ბრუვერსი ბორუსია (მ) 2.81
9. სვენ ულრაიხი შტუტგარტი 2.81
10.მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ბორუსია (მ) 2.86

გოლს პლუს პასის რეიტინგი

ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. კლაას-იან ჰუნტელაარი შალკე 30 25 11 36
2. ფრანკ რიბერი ბაიერნი 31 12 18 30
3. რობერტ ლევანდოვსკი ბორუსია (დ) 32 20 9 29
4. მარიო გომესი ბაიერნი 31 25 3 28
5. კლაუდიო პისარო ვერდერი 27 16 10 26
6. მარკო როისი ბორუსია (მ) 30 16 10 26
7. მარტინ ჰარნიკი შტუტგარტი 32 17 8 25
8. ლუკას პოდოლსკი კიოლნი 27 17 8 25
9. შინჯი კაგავა ბორუსია (დ) 29 13 9 22
10. ვედად იბიშევიჩი შტუტგარტი 23 13 7 20

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 32 23 6 3 71-23 75
2. ბაიერნი 32 21 4 7 71-21 67
3. შალკე 32 18 4 10 67-42 58
4. ბორუსია (მ) 32 16 8 8 46-24 56
5. შტუტგარტი 32 14 8 10 60-42 50
6. ლევერკუზენი 32 13 9 10 47-43 48
7. ჰანოვერი 32 11 12 9 39-43 45
8. ვერდერი 32 11 9 12 46-52 42
9. ჰოფენჰაიმი 32 10 11 11 38-41 41
10. ვოლფსბურგი 32 12 5 15 42-56 41
11. ნიურნბერგი 32 11 6 15 34-43 39
12. მაინცი 32 9 11 12 47-48 38
13. ფრაიბურგი 32 9 10 13 41-56 37
14. ჰამბურგი 32 8 11 13 35-56 35
15. აუგსბურგი 32 7 13 12 35-49 34
16. კიოლნი 32 8 6 18 37-67 30
17. ჰერტა 32 6 10 16 35-59 28
18. კაიზერსლაუტერნი 32 4 11 17 21-47 23

ბომბარდირები
25 - ჰუნტელაარი (შალკე), გომესი (ბაიერნი); 20 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/); 17 - ჰარნიკი (შტუტგარტი), პოდოლსკი (კიოლნი); 16 - პისარო (ვერდერი), როისი (ბორუსია /მ/).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული