რაული: "შალკე 04”-ის მიმართ სამადლობელი სიტყვები არ მყოფნის

AutoSharing Option
"შალკეს" თავდამსხმელმა რაულმა ბერლინის "ჰერტასთან" ბუნდესლიგის 33-ე ტურის საშინაო მატჩის შემდეგ ემოციები არ დამალა.

გელზენკირხენელებმა 4:0 გაიმარჯვეს, თავისი გუნდის ერთ-ერთი გოლი კი რაულმა გაიტანა. ეს რაულისთვის "ფელტინს არენაზე" "შალკეს" შემადგენლობაში ჩატარებული განსაკუთრებული მატჩი იყო.

"შალკე" განსაკუთრებული კლუბია. ჩვენს გასვლით თამაშებზე 3-4 ათასი გულშემატკივარი დადის. ეს შეუდარებელია. საშინაო მატჩებზე კი ჩვენი სტადიონი ყოველთვის გადავსებულია. სიტყვები არ მყოფნის იმისთვის, რომ კლუბის მიმართ მადლიერება გამოვხატო.

ძალიან მიხარია, რომ ჩვენი გუნდი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სპორტული, ისევე ეკონომიკური თვალსაზრისით.
ისიც ძალიან მახარებს, რომ ასეთ კლუბში ვთამაშობდი", - განაცხადა რაულმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული