პლატინი ბაიერნს: ყველაფერს გავარკვევთ!

AutoSharing Option

მიუნხენის „ბაიერნი“ უეფას სადისციპლინო კომისიის შეფ პეტერ ლიმახერს (ეს უკანასკნელი ამტკიცებდა, რომ „ბაიერნმა“ 2008 წელს „ზენიტთან“ თამაში გაყიდა, მაგრამ ვერ დაამტკიცა) უჩივის და მორალური ზიანისთვის ანაზღაურებას სთხოვს. გუშინ, მიუნხენური კლუბის შეფების განცხადებას უეფა ოფიციალურად გამოეხმაურა. „უეფასთვის აბსოლუტურად გასაგებია „ბაიერნის“ პროტესტი. ჩვენ უკვე ვაცნობეთ გუნდის ხელმძღვანელებს იმის შესახებ, რომ შიდა გამოძიებას მოვაწყობთ, ყველაფერს გავარკვევთ და თუ ვინმე დასასჯელია, დავსჯით,“ - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ოფიციალურ განცხადებაში ისიც წერია, რომ შედგა შეხვედრა უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის, გენერალურ მდივან ჯანი ინფანტინოს, „ბაიერნის“ ვიცე-პრეზიდენტ კარლ-ჰაინც

რუმენიგესა და მის მოადგილე კარლ ჰოპფნერს შორის და მხარეები ზემოთთქმულზე შეთანხმდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული